Tata-Naka-ს შემქმნელებმა თამარა და ნატაშა სურგულაძეებმა ოცნების სახლი შექმნეს: "13 წელი დაგვჭირდა, რომ ჩვენი ახალი სახლი გვეპოვნა"-აცხადებს ერთ-ერთი ტყუპისცალი დიზაინერი-
"გვიყვარდა ჩვენი სახლის ადგილმდებარეობა, მაგრამ მეტი გასართობი ადგილი და სტუმრების ოთახები გვჭირდებოდა. დიდხანს ვეძებდით, შემდეგ კი ჩვენი ბინის მოპირდაპირე ბინა ვიყიდეთ."
ტყუპი დიზაინერები თამარა და ნატაშა ლონდონში 1996 წელს გადავიდნენ, რათა დიზაინი შეესწავლათ. ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და გადაწყვიტეს საერთო ბრენდი შეექმნათ. Tata-Naka-ს ხსენებაზე ხალხს მას შემდეგ ბოჰემურობა ახსენდებოდა.
თამარა და ნატაშა სურგულაძეებს სახლი დასავლეთ ლონდონში აქვთ. ბინას საოცარი შუა-საუკუნეების სტილის ელფერი აქვს და თანამედროვე ელემენტებითაა გაფორმებული. "თითოეულ დეტალს დაკვირვებით ვუდგებოდით: სად დაგვედგა თითოეული ლარნაკი თუ ნათურა, ნამდვილი თავსატეხი იყო."