ბოლო პერიოდის განმავლობაში ანჯელინა ჯოლი ახალ სახლში გადასვლითაა დაკავებული. როგორც ჩანს, ლოს-ანჯელესის უბნის მაცხოვრებლებს ჰოლივუდის ვარსკვლავების მეზობლობა არ ახარებთ. ისინი საკმაოდ ნეგატიურად განეწყვნენ ანჯელინას მიმართაც. რაიონში გზები მსახიობის აუარებელი ავეჯის გადამზიდმა მანქანებმა დაიკავა. მათ მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. ამასთან, ლამაზმანმა ბაღის გადაკეთება მოისურვა და მებაღეები მთელი დროის განმავლობაში ხმაურობენ.
6 ბავშვის გამო ვარსკვლავის ოჯახს გაძლიერებული და დიდი რაოდენობით დაცვაც ჰყავს, რა ასევე მეზობლების უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც ისინი ხშირად კეტავენ გზას.