ნატალი პორტმანმა სანტა-ბარბარაში მდიდრული სახლი იყიდა. 7 მილიონიანი ღირებულების სახლი წყნარი ოკეანის სანაპიროზეა განთავსებული, ლოს-ანჯელესის სიახლოვეს. შთამბეჭდავი ტერასა აუზით, ოკეანის ხედს გადაჰყურებს.
აქ "ჭკვიანი სახლის" სისტემაა დამონტაჟებული. ცოტა ხნის წინ, მსახიობი მეორე შვილის დედა გახდა, ამიტომაც სახლში უსაფრთხოების წესები უმაღლეს დონეზე აიყვანა. მინიმალიტურ ინტერიერს ყვავილების ბაღი და პანორამული ფანჯარა ამშვენებს.