ამერიკის ექს-პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ვაშინგტონში 8,1 მილიონ დოლარის ღირებულების სახლი შეიძინა. ტელეარხის ინფორმაციით, სახლში ცხრა საძინებელი და რვა აბაზანაა.
"იმის გათვალისწინებით, რომ ექს-პრეზიდენტი და ქალბატონი მიშელი ვაშინგტონში, სულ მცირე 2,5 წლის განმავლობაში იცხოვრებენ, გაცილებით გონივრული იქნებოდა სახლის ყიდვა, ვიდრე მისი ქირაობა"-განმარტა ობამების წარმომადგენელმა კევინ ლიუისმა.