წინა შაბათ-კვირას მილიარდელმა და სუპერმოდელმა სწორედ ახალ სახლში, ლოს-ანჯელესში იქორწინეს. მათ დღესასწაულზე მხოლოდ ოცდაათიოდე სტუმარი იმყოფებოდა. Snapchat-ის დამაარსებელმა მირანდას ხელი ერთი წლის წინ სთხოვა.
სახლი 12 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და 665 კვადრატული მეტრია. მანამდე ეს სახლი ჰარისონ ფორდს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ მოდელს 6 წლის შვილი ჰყავს ფლინი, რომელიც ორლანდო ბლუმისგან შეეძინა.