მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესი წარმატებული და მდიდარი არტისტია, სხვების მსგავსად სახლში კოლოსალურ თანხას არ ხარჯავს. ლოს-ანჯელესში მან მხოლოდ 2 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი იყიდა. მაშინ როცა, მისმა შეყვარებულმა, the weeknd-მა მის ახლოს 20 მილიონიანი სახლი შეიძინა.
სახლში ყველაფერია რაც შეიძლება ახალგაზრდა ვარსკვლავს დასჭირდეს: 4 საძინებელი, 4 აბაზანა, მისაღები ოთახი, ბიბლიოთეკა და მცირე სპა-ზონა.