თუ სახლის ახალი დეკორატიული მოწყობა გაქვთ, რატომ არ მიჰყვებით თქვენი ზოდიაქოს კარნახს? ცეცხლი, მიწა, ჰაერი თუ წყალი, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს სხვადასხვა ფერები, ქსოვილები და სტილი უყვარს. ასტროლოგები ცნობილი ადამიანების სახლებს სწავლობენ-ბიონსედან ჯესიკა სიმპსონამდე და სპეციალურ კვლევებს ატარებენ.
თხის რქა (22 დეკემბერი-19 იანვარი)
თხის რქას ტრადიციული დეკორი მოსწონს ძველებური საათებით, ტყავის ტახტებით და ამერიკული სტილით. მწვანე და ყავისფერი მისი ფავორიტი ფერებია. სამუშაო გარემოს წიგნებით სავსე თაროები და მძიმე მაგიდა ავსებს.
მეწყული (20 იანვარი-18 თებერვალი)
მოდერნისტული და ფუტურისტული სტილის მოყვარულის სახლი მკაცრ და გრაფიკულ მასალებს მიმართავს-როგორიცაა შუშა და რკინა. შესაძლოა მყუდრო სახლი არ გქონდეთ, მაგრამ ხის იატაკისა და მაღალი დონის ხელოვნების ნიმუშებს შეხვდებით. ფოკუსირება გააკეთეთ ცისფერზე, იასამნისფერსა და სტაფილოსფერზე.
თევზები (19 თებერვალი-20 მარტი)
თევზები მარტოობას აფასებენ და აუცილებლად ექნებათ წყნარი ოთახი მედიტაციისა და მუსიკისთვის. იასამანისფერი და მწვანე მისი მეოცნებე გონებისთვის დამახასიათებელი ფერებია და ოკეანესთან აკავშირებს. დადგით შადრევანი ან აკვარიუმი, რადგანაც წყალი გამშვიდებთ და გააფორმეთ ოთახი აბრეშუმის ბალიშებით. სახლი თქვენთვის მშვიდი ადგილია ოცნებისათვის.
ვერძი (21 მარტი-19 აპრილი)
მარსით მართული ვერძისთვის ალისფერი და ვარდისფერი იდეალური ფერებია. თავიდან აიცილეთ მუქი ფერები, რადგანაც თვენს სულს ღია ტონალობები ხდის მოტივირებულს, მათ შორის ოფისში. აუცილებლად გჭირდებათ მხოლოდ საკუთარი თავისთვის განკუთვნილი ოთახი, რადგანაც კრეატიული გონება გაქვთ და თქვენს არტისტულ მხარეს ხატვის სტუდია ან იოგის ოთახი სჭირდება.
კურო (20 აპრილი-20 მაისი)
კუროს კომფორტულ სივრცეში ცხოვრება სჭირდება. სპარსული საბნები, ხელოვნების ნიმუშები, ტყავის სავარძლები და კრეატიულად გაფორმებული ფოტოები. თვენი სახლი საუკეთესოდ გამოხატავს მშვენიერ გემოვნებას და გიყვართ სტუმრების გართობა ამგვარად. ფოკუსირება მოახდინეთ დასასვენებელ სივრცეზე სასტუმრო ოთახში და გააფორმეთ ის ნეიტრალური ტონალობებით.
ტყუპები (21მაისი–20ივნისი)
ტყუპები მრავალფეროვნებას გამოხატავენ, ამიტომაც ერთ სპეციფიკურ სტილში მოწყობილ სახლს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ. გიყვართ ეკლექტიკური პრინტები, ფერები და აქცენტები. არაჩვეულებრივ ფერთა გამაში ნარინჯისფერი, ვარდისფერი და იასამნისფერი შედის. ფოკუსირება მოახდინეთ სოციალურ სივრცეებზე, სადაც სიცოცხლით სავსე ადგილს ქმნით.
კირჩხიბი (21ივნისი–22ივლისი)
კირჩხიბი კი სახლს ვერცხლიფერი, ცისფერ და კაშკაშა თეთრში რთავს. გარშემო სენტიმენტალურ ნივთებს, სუვენირებს, საოჯახო ალბომებსა და ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს იკრიბავს. გიყვართ კერძების მომზადება და დაგემოვნება, ეს კი სამზარეულოს მოწყობას ეტყობა. ფართო მაგიდა საუკეთესო გზაა გარშემო მეგობრების შემოსაკრებად.
ლომი (23ივლისი– 22აგვისტო)
თქვენი სახლი თქვენი სასახლეა ეგზოტიკური გაფორმებითა და ბუნების ფერებით. წარმოიდგინეთ ოქროსფერი აქცენტები, მუქი წითელი, ფირუზიფერი და ქვიშისფერი. ლომებს დიდი სათათბირო და სასადილო მოსწონთ. როგორც ცეცხლის ნიშანს, ლომს მიდრეკილება ბუხრისკენ და ცხოველების პრინტებისკენ აქვს. ლომის სახლი რენესანსის ნახატებითაა და აფრიკული ნიღბებითაც ფორმდება, ისევე როგორც ვინტაჟური ფოტოებით.
ქალწული (23აგვისტო–22სექტემბერი)
ქალწულის ნიშანი პერფექციონისტია, ამიტომაც სახლი იდეალურად სუფთა და მოწესრიგებული აქვს. ყველაზე მეტად მოწესრიგებული კი სამზარეულოა ნეიტრალური ფერებითა და მინიმალიზმით. ყვავილებით, ლარნაკებითა და წიგნებით სცადეთ დეკორატიული გაფორმება.
სასწორი (23სექტემბერი–22ოქტომბერი)
სასწორს სილამაზის, სიყვარულისა და ელეგანტურობის პლანეტა ვენერა მართავს. ამიტომაც აქ ხშირია ბევრი ლამაზი ნივთი. დეკორში ის ყოველთვის სიმეტრიულობაზე აკეთებს არჩევანს. ფოკუსირება გააკეთეთ საგარდერობო ოთახსა და აბაზანაზე, ისინი პასტელურ ფერებში დაბალანსებული უნდა იყოს.
მორიელი (23ოქტომბერი–21ნოემბერი)
მორიელების ორი ტიპი არსებობს, ისინი ვინც ბევრ თეთრსა და ბევრ ქსოვილს ანიჭებენ უპირატესობას და ისინი ვისაც შავი და ნარინჯისფერი ხიბლავს. იპოვნეთ სასურველი საშუალო ტონალობა და ყურადღება დეტალებზე გაამახვილეთ. ავეჯი მაღალი ხარისხის უნდა იყოს რამდენიმე გაბედული ნაჭრით. მორიელს წყალთან ახლოს ცხოვრება ხიბლავს, ასე, რომ აკვარიუმი და შადრევანი მოეწონება.
მშვილდოსანი (22ნოემბერი– 21დეკემბერი)
გიყვართ გარეთა სივრცეები ამიტომაც სახლს ხშირად ყვავილებით და სასიამოვნო სურნელის მცენარებიით რთავთ. თუ პატარა ბაღის მოწყობის საშუალება გაქვთ სურნელოვანი სანთლებით გააფორმეთ. მშვილდოსანი მოგზაურობის მოყვარული ნიშანია, ასე რომ, სახლი სავსეა სხვადასხვა ადგილიდან ჩამოტანილი ნივთებით.