Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ოფიციალურად დღეს დაიხურება. საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებმა მოდის კვირეული საბოლოო ჯამში დადებითად შეაფასეს. მაგრამ საინტერესოა ვინ არის გოგონა, რომელმაც ვოგის ყურადღება დაიმსახურა?
სახელი,გვარი : სალომე ბეზარაშვილი
Instagram: @SalomeBez
Followers: 8,400
საცხოვრებელი ლოკაცია :თბილისი, საქართველო
საქმიანობა : დიზაინერი, მაღაზია Chaos Concept Store
რა შეიძლება იყოს საინტერესო სალომეს შესახებ: მისთვის უცხოა სტანდარტული ჩაცმულობა. მისი გემოვნება ხშირად ემთხვევა დახვეწილი და გემოვნებიანი დიზაინერების კოლექციას. მაგალითად როგორებიცაა Nicolas Grigorian და Martiniano glove.
ამის გარდა, ის თავად ქმნის ახალ მოდელებს, ძირითადად ორიენტირებულია სხვადასხვა სეზონის street style-ზე. დიზაინერი უმეტესად წითელ და ცისარტყელების ფერებს იყენებს. ბეზარაშვილის დიზაინით იყო შექმნილი ანიმეს თემატიკაზე შექმნილი ჩანთები, რომელსაც თბილისის ქუჩებში ცოტა ხნის წინ შეამჩნევდით.
როგორც სჩანს, ახალგაზრდა დიზაინერი სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ.