The Dubai Mall-ში Apple-მა ახალი ფლეგმატური მაღაზია გახსნა, რომელიც საოცარი არქიტექტურით გამოირჩევა. 186 სანტიმეტრი სიმაღლის ფასადი ყველაზე განხილვადი ობიექტი გახდა უკანასკნელ დღეებში.
პროექტის ავტორებმა შენობის წინა მხარე მოძრავი პანელებით კინეტიკურ ინსტალაციას დაამსგავსეს. შიდა ტერასა საღამოობით იხსნება და სტუმრებს საშუალებას აძლევს ბურჯ-ხალიფას და დუბაის შადრევნის ხედებით დატკბეს.
„ამ კონსტრუქციების გახსნა და დახურვა ცეკვას გვაგონებს, ჩრდილები კი ფერთა თამაშს ახდენს. ჩვენს მაღაზიებს თანამედროვე ქალაქის იერსახეს ვუხამებთ, სადაც ხალხი არამარტო საყიდლებზე, არამედ სასაუბროდ და დროის ერთად გასატარებლად მოდის. ამიტომაც ასეთ ქალაქში ამგვარი მაღაზიის გახსნა სტრატეგიულად მნიშნელოვანია“-აცხადებს Apple-ს ვიცე-პრეზიდენტი.