პროფესიონალი დეკორატორი გვირჩევს:
1. შეახამეთ ნივთები
ინტერიერის დეკორში პირველი და უმთავრესი წესი ერთი ელემენტის მეორესთან შეხამებაა. სხვადასხვა სურათების, ლარნაკებისა და ბალიშების არჩევისას დაფიქრდით უხდებიან თუ არა ერთმანეთს ფერით, ფორმით ან ტექსტურით.
მაგალითად, ფარდასთან, სავარძლის ბალიშებთან ან სავარძელთან თითქმის იგივე ქსოვილი აარჩიეთ, მაგრამ სხვა ფაქტურით. სურათი ისე აარჩიეთ, რომ მასში გამოყენებული ფერი სავარძლის ბალიშებზე აისახოს. უბრალოდ ტონალობით მიამსგავსეთ.
2. გამოიყენეთ 2-3 ფერი
თაროების გასაფორმებლად ნაკლები რაოდენობის ფერი გამოიყენეთ. 2-3 ფერი სავსებით საკმარისია. ასევე, კოლექციის საერთო ტონალობა ოთახის ტონალობას უნდა შეეხამოს.
თავად თაროების ფერს რაც შეეხება, ნეიტრალური ამჯობინეთ-შავი ან თეთრი. რომელიმე ნივთმა მისი ფერი აუცილებლად უნდა გაიმეოროს.
3. ითამაშეთ ფაქტურებით
მრავალფეროვანი ინტერიერის შესაქმნელად სხვადასხვა ფაქტურები გამოიყენეთ. მათი თამაშის გარეშე, ინტერიერი მოსაწყენი გახდება. ერთ ინტერიერში 3ზე ნაკლები სხვადასხვა ფაქტურა არ გამოიყენოთ, მაგალითად, პრიალა, გლუვი და მოცულობითი.
4. კენტი ორნამენტი
თუ ინტერიერში რამდენიმე ორნამენტს იყენებთ, კლუწს კენტი აჯობებს. ლუწი რაოდენობა საერთო დეკორს რთულად ერწყმის. ერთ-ერთი მათგანი დიდი ზომის უნდა იყოს, ხოლო დანარჩენი ერთმანეთისგან განსხვავებული ზომის.
5. ლარნაკი არასოდესაა ბევრი
სანამ ლარნაკს იყიდით, გადაწყვიტეთ რისთვის გჭირდებათ: ინტერიერის ხასიათის შესაქმნელად, სტილის გამოსავლენად თუ ფერადი აქცენტების გასაკეთებლად-ლარნაკები უნიკალურები არიან ფორმებით.
თუ რამდენიმე ლარნაკი გსურთ, კარგად მუშაობს წესი: „ერთი ფორმა-განსხვავებული ფერები“ ან „ერთი ფერი-განსხვავებული ფორმები“. ასეთი მიდგომა ინტერიერს გადაახალისებს.
6. არ დაგავიწყდეთ ხელოვნების ნიმუშები
მკაცრი წესები არ არსებობს: უბრალოდ შეარჩიეთ სურათი იმ სტილში, როგორადაც აფორმებთ ინტერიერს. შეგიძლიათ კონტრასტის პრინციპითაც იმუშავოთ: თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ტრადიციულ ინტერიერს, ხოლო ძველი ნახატები თნამედროვე ინტერიერს უხდება.
7. ექსპერიმენტებს მიმართეთ!
პერიოდულად ცვალეთ ოთახის დეკორი და არ შეგეშიდნეთ ექსპერიმენტების. ახალი უმნიშვნელო ექსპოზიციები მთელი ინტერიერის ხასიათს შეცვლის.