XIX საუკუნეში აგებული 4სართულიანი ვილა ნიუ-იორკის ჰარლემში დაცულ არქიტექტურულ ძეგლებშია შესული. ამას გარდა, მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. აქ 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბობ დილანი-ნობელის ლაურეატი და და ადამიანი, რომლის გავლენაც მეოცე საუკუნის მუსიკაზე განსაკუთრებით დიდია.
ინტერიერში ხისა და ქვის ელემენტები-მისი ეპითეტია „ამომავალი მზის სახლი“.
Black Sabbath-ს ყოფილი ლიდერი ოზი ოზბორნი ლოს-ანჯელესის გარეუბანში ცხოვრობს. აქ მუსიკალური სტუდია, სატრენაჟორო დარბაზი, სახლის კინოთეატრი და სპა-სალონიც კია მოთავსებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მუსიკოსის ცოლის დამსახურებაა.
ქარიზმატული იგი პოპის სახლის ინტერიერი რაც არ უნდა უცნაური იყოს კლასიკურია. ღია ხორცისფერი ელფერის კედლებსა და ხალიჩებს, რომლებითაც თითქმის მთელი იატაკია მორთული, ეფექტურად ერწყმის სავარძლები და ხელოვნების ნიმუშები.
მიკ ჯაგერის სახლი პარიზის ბოჰემურ რაიონშია. ავეჯი მეოცე საუკუნისაა და ძირითადად ანტიკვარია. Rolling Stones-ის სოლისტი სახლის ინტერიერს დაკვირვებით უდგებოდა, რათა ის დღისითაც და ღამითაც ერთნაირად ეფექტური გაეხადა.
პოლ მაკარტნის ბინა მანჰეტენზე 3 სართულს იკავებს. უზარმაზარი ფანჯრები ცენტრალურ პარკზე გადის. ტერასა, პირადი ლიფტი და ბიბლიოთეკა, სახლის პატრონი ნამდვილი სიმდიდრის პატრონია.