ადამიანები დიდიხანია კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობენ. მიუხედავად 56 წლიანი გამოცდილებისა, ეს შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა. მაგრამ, სხვა პლანეტაზე ყოფნის შეგრძნება დედამიწაზეც შეიძლება. კოსმონავტიკის დღესთან დაკავშირებით 5 სახლს წარმოგიდგენთ, რომლებშიც თავს მარსის ან ნეპტუნის მაცხოვრებლად ჩათვლით.
მარსიანული მთები ვადი რამის უდაბნოში
მარსზე კოსმიური ხომალდებით ხალხის გაგზავნას უკვე ახლო მომავალში გეგმავენ. თუ წითელ პლანეტაზე ოცნებობთ, მაგრამ დედამიწის დასატოვებლად მზად არ ხართ, ერთ-ერთ ასეთ კაფულაში შეგიძლიათ გაჩერდეთ, რომელსაც მთვარის ხეობასაც უწოდებენ.შეგიძლიათ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ დაიძინოთ და წითელი ქანებით გარშემორტყულმა თავი მარსის მკვიდრად შეიგრძნოთ.
კოსმიური კოლონისტის პორტი ნიუ-მექსიკოში
სხვა პლანეტაზე საგანგებო სიტუაციებისგან არავინაა დაზღვეული. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა შეიძლება არ გემუქრებათ, მაგრამ ადამიანური ფაქტორი მუდამ უნდა გახსოვდეთ. თუ გაუთვალისწინებლობა მაინც მოხდა და მარსზე ეულად დაგტოვეს, მეთ დეიმონის გმირი გაიხსენეთ „მარსიანელიდან“, რომელმაც საკუთარი კოლონია მოაწყო. ამ სიტუაციასთან მაქსიმალური მიახლოება თანამედროვე, ინტეგრირებული ლანდშაფტის სიახლოვეს, ნიუ-მექსიკოს უდაბნოში მდებარე სახლში შეგიძლიათ.
ისლანდია-ახალი ნეპტუნი
სხვა პლანეტაზე მოგზაურობისას პირველივე ჯერზე მოუნდებათ ადამიანებს ბუნებაში დასვენება, ყოველდღიური რუტინისგან მოშორება და სატურნის ბეჭდის ჯადოსნური რითმის მორგება. ამისთვის პლანეტის პეიზაჟების სტილისტიკა დაგეხმარებათ. თავი ნეპტუნის მაცხოვრებლად იგრძენით-გათბით ცეცხლის შუქზე ყველაზე ცივი პლანეტის ოკეანეებისა და მთების პანორამულ ხედებთან ერთად. სანამ ნეპტუნზე კოლონიზაცია მოხდება, ისლანდიაში მდებარე ამ ხის გეომეტრიულ სახლს მიაკითხეთ. ბონუსის სახით ზამთრის თვეებში პოლარული ნათების ხილვა დაგემატებათ.
მომავლის ოჯახური ბუდე
„მარსზე კოლონიზაციიდან 50 წელი გავიდა. პლანეტაზე უკვე ორი თაობის ხალხი, ცხოვრობს, რომლებიც დედამიწაზე არ გაჩენილან. ისინი კაფსულებში ცხოვრებას ვერც წარმოიდგენენ, რადგანაც დიდი და ჭკვიანი სახლები აქვთ“-შესაძლოა, მალე ამგვარი ტექსტი სამეცნიერო თუ სასკოლო წიგნებში ამოვიკითხოთ. შეიძლება ვერ მოვესწროთ, მაგრამ მიახლოებული ოცნების ახდენა კალიფორნიის უდაბნოში შეგვიძლია. ეს სახლი მზის ენერგიაზე მუშაობს და თავს მარსიანელი ბურჟუაზლიული ოჯახის წევრად გაგრძნობინებთ.
უკან დედამიწაზე
მიუხედავად სამეცნიერო მიღწევებისა, დედამიწას ბევრი არ დატოვებს. ერთია, რომ მას მოსახლეობის პრობლემა უდგას, რომელიც 7 მილიარდს აღწევს. შესაძლოა 50 ან 100 წლის შემდეგ თავისუფალი ადგილი აღარ დარჩეს. ამ პრობლების გადაჭრის გზა ცნობილ კოშკში შეგვიძლია ვიპოვნოთ. დიდ კაფსულებში ყველა საჭირო ნივთი, მათ შორის კონდიციონერი და მაცივარია მოთავსებული. იჩქარეთ! იაპონიის მთავრობას მისი მოშორება უნდა ტოკიოდან.