მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის მრავალი ფოტო გვინახავს, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო სახლის შიდა დეკორს ნაკლებად ვიცნობთ.
ობამებმა გადაწყვიტეს, თეთრი სახლი უკეთ გაგვაცნონ და მის დასათვალიერებლად მიგვიპატიჟეს.
თეთრი სახლის Youtube-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო სახლს დეტალურად გვაჩვენებს.
ვიდეოს ხმოვანი გზამკვლევი თავად ბარაკ ობამაა. ,,ამ ადგილას გინდა, თავი კომფორტულად იგრძნო, თუმცა, ამავდროულად, გარკვეულ მოკრძალებასაც გრძნობ, რადგან იცი, რომ აქ ლინკოლნი დადიოდა. ყოველდღე, გარდა იმისა, რომ იცი - აქ ცხოვრობ, ყურადღებას აქცევ იმას, რომ ეს ისტორიის ადგილია. სახლი, რომელიც ამ ქვეყნის ხალხს ეკუთვნის” - ამბობს ობამა.