1. დაამატე განათება მოულოდნელ ადგილებში. ჩამოკიდე ფერადი ნათურები ეზოში, ფანჯარაზე, ან, სულაც, კიბის მოაჯირზე, გაახვიე ნაძვის ტოტებში.
2. მიიღე შთაგონება ბუნებისგან. ჩამოკიდე ნაძვის გირლანდა, რომელსაც ლიმონი, მანდარინი და ფორთოხალი ამშვენებს.
3. საახალწლო სუფრაზე ხელსახოცები ბაფთის ნაცვლად, რაიმე ნაჭრით შეკარი და ნაძვის პატარა ყლორტით გაალამაზე.
4. გააკეთე საახალწლო თარო. ნაძვის ხის მორთვის შემდეგ, პატარა თაროზე საახალწლო ფიგურები, სათამაშოები დააწყვე. ეს შენი სახლის დეკორს უფრო სადღესასწაულო იერს შესძენს.
5. შექმენი პერსონალურად შენი დეკორი. დიზაინერ ალესანდრა ბრანკას თქმით, მისი მეუღლის გვარი გერმანულად ,,პატარა ბუს" ნიშნავს, ამიტომ მათ ნაძვის ხეზე ბუს სათამაშოა ჩამოკიდებული. ასეთი სიმბოლური მოსართავები თქვენს საახალწლო განწყობას უკეთ შექმნის.