მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კვლავ ვაშინგტონში დარჩება, მხოლოდ საცხოვრებელ უბანს შეიცვლის და თეთრი სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იცხოვრებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ობამა აღმოჩნდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ანონიმურობა დაარღვია და საჯაროდ განაცხადა თუ სად აპირებს პრეზიდენტობის შემდეგ ცხოვრებას.
როგორც ცნობილია ობამას ქალიშვილი საშა, სწორედ ვაშინგტონის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს, რაც საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას მნიშვნელოვანი მიზეზი იყო.
ობამების მომავალი სასახლე $5.3 მილიონ დოლორადაა შეფასებული. გავრცელებული ინფორმაციით სასახლეში ცხრა საძინებელი, რვა აბაზანა, უდიდესი სამზარეულო, მისაღები ოთახი და სარელაქსაციო ოთახებია. სასახლე გამორჩეულია დიდი ულამაზესი ბაღითა და სიმწვანით.
ობამები ამ მშევნიერ სასახლეში 2017 წლის იანვარში გადავლენ.