ავსტრალიელმა სუპერმოდელმა მირანდა კერმა და მისმა მილიონერმა საქმრომ ევან შპიგელმა ლოს-ანჯელესში სახლი სულ ცოტა ხნის წინ შეიძინეს. მასში არის 4 საძინებელი, უზარმაზარი ღია აუზი, 6 სააბაზანო ოთახი და სპორტდარბაზი.
სახლის დიზაინი ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან მყუდროა. წარსულში ის ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჰარისონ ფორდს ეკუთვნოდა.
ევანმა და მირანდამ ამ შენაძენში 2 150 000 აშშ დოლარი გადაიხადეს.