ილინოისის შტატის მაცხოვრებელმა მამაკაცმა ვაჟის ოთახი „ჰარი პოტერის“ სტილში მოუწყო. როგორც აღმოჩნდა, კეისი დენიელი ჯოან როულინგის დიდი თაყვანისმცემელია. მან მეუღლე დაითანხმა იმაზე, რომ მათი შვილის ოთახი სწორედ ჰარი პოტერისეული უნდა ყოფილიყო და კინოსაგაში წარმოდგენილი სტილი მკაცრად უნდა დაეცვათ.
წყვილი ამ ოთახს რამდენიმე თვის განმავლობაში ქმნიდა. შედეგად, 7 თვის ფინლი მაგების პორტრეტებითა და ჰოვარტსის სკოლის ატრიბუტიკით სავსე ოთახში ცხოვრობს.