არც ისე დიდი ხნის წინათ კრის ჰემსვორტმა და ელზა პატაკმა მალიბუში კიდევ ერთი სახლი შეიძინეს.
კრის ჰემსვორტი, რომელიც მეტად ცნობილია ფილმებით Thor, Rush და Snow White and the Huntsman და ესპანელი მსახიობი ელზა პატაკი 6 წლის წინ დაქორწინდნენ, თუმცა მათი წყვილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მისაბაძ წყვილად ითვლება ჰოლივუდში. ყოვლისშემძლე თორი ძალიან დამთმობი და მორჩილია თავისი მეორე ნახევრის მიმართ. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა (ელზა მეუღლეზე 7 წლით უფროსია) წყვილი უზომოდ ბედნიერია და 3 შვილსაც დიდი სიყვარულით ზრდის.