ვილა Research House 1954 წელს ააშენეს, მერილ სტრიპმა ეს სახლი 2013 წელს 6 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. ამ მამულის არქიტექტორები Honnold & Rex არიან, ისინი ჟურნალ Architectural Products-ის თანამშრომლები იყვნენ. ვილის მთლიანი რეკონსტრუქცია საკუთარ თავზე დიზაინერმა ქსორინ ბალბესმა აიღო.
ვილა ორსართულიანია, მასში 4 საძინებელი, და ამდენივე სააბაზანო ოთახია განლაგებული, იქვეა აუზი და სპა-ოთახი. მისაღებში შესვლისას, თავი ტერასაზე გეგონებათ, რადგან ის მთლიანად შუშისაა. ვილას გარშემო ულამაზესი ბაღი აკრავს.