პატარა საძინებელი ოთახის მოწყობა საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ თუ დიზაინის შედგენისას გაითვალისწინებთ OK!-ს მიერ შემოთავაზებულ იდეებს, საშუალება გექნებათ, თქვენს ბინაში უფრო დიდი სივრცე გამოჩნდეს, ვიდრე ეს რეალურადაა.
კედლების და იატაკის შერჩევისას გამოიყენეთ ღია და თბილი ფერები, რბილი ტონალობა საშუალებას მოგცემთ ვიწრო ოთახი უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდეს.
მოათავსეთ სარკე ფანჯრის საპირისპირო მხარეს, ეს მარტივი ხრიკია, რომ ოთახი უფრო განათდეს. რაც უფრო დიდია სარკე, მით უკეთ აირეკლავს ის დღისა თუ ღამის შუქს.
გამოიყენეთ კედლის თაროები, სამუდამოდ დაივიწყეთ კარადები თუ ყუთები წიგნებისა და სხვა საჭირო ნივთებისთვის.
საფარდე კარნიზის ჭერისგან ოდნავ მოშორებით დამონტაჟება ოთახს ვიზუალურად ბევრად მაღალს გამოაჩენს.
ფარდების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ კედლების ტონალობა და მაქსიმალურად ეცადეთ შეუხამოთ შენაძენი მას, რადგან ეს ქმნის უწყვეტ ჯაჭვს მთელს ოთახში.
გამწვანება არაჩვეულებრივი იდეაა ყველა ბინისთვის, რომელშიც პატარა ფართია. თუ იატაკზე არ გაქვთ საკმარისი ადგილი, მაშინ მოათავსეთ მცენარეები შემაღლებულ ადგილას ან საერთოდ, დაკიდეთ კედლებზე. ეს აუცილებლად შესძენს თქვენს ოთახს მეტ სივრცესა და სინათლეს.