სარა ჯესიკა პარკერი ქალბატონებს ძალიან უყვართ ის შესანიშნავი გემოვნების პატრონი და ძალიან პოზიტიური ადამიანია. ალბათ სარამ მაყურებელს თავი ყველაზე მეტად მაინც სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა.
დღეს გადავწყვიტეთ სარას ზღისპირა სახლში შევიჭყიტოთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც ყველაზე გემოვნებიანი მსახიობების სიაში პირველ საფეხურებზე არაერთხელ მოხვდრილა.
ამ სახლში, რომელიც ბრიჯჰემპტონში მდებარეობს, პარკერი მაშინ მიემგზავრება, როდესაც მეუღლესთან მეთიუ ბროდერიკთან განმარტოება და ქალაქის ხმაურისგან გარიდება სურს. რასაკვირველია, ინტერიერი მთლიანად მსახიობის გემოვნებით არის შერჩეული, როგორც ჩანს, სარა უპირატესობას ნათელ ფერებსა და სისადავეს ანიჭებს.