როგორც ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ქალაქის აქტიური ცხოვრება ხშირად ბეზრდებათ და სახლებს ისეთ ადგილებში ყიდულობენ, სადაც მაქსიმალური სიმშვიდე იქნება. ეტყობა, ჯონი დეპიც ასე ფიქრობს.
ცოტა ხნის წინ „კარიბის ზღვის მეკობრემ“ ტენესის შტატში მდებარე გრანდიოზული ვილა სახელად „ნეშვილი“ შეიძინა. სულ ვილა 48 აკრზეა განლაგებული, ნაგებობის ფართობი კი 19 ათასი კვადრატული მეტრია. ვილაზე 7 სააბაზანო ოთახი, ლიფტი, ბიბლიოთეკა, 9 ბუხარი, ღვინის მარანი და 4 საძინებელია. ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯონი უპირატესობას კლასიკურ ინტერიერს ანიჭებს. როგორც იცით, ამჟამად ჯონი მეუღლეს, ემბერ ჰერდს ეყრება, ჯერჯერობით უცნობია, მოუწევს თუ არა მას ამ აპარტამენტების მასთან გაყოფა.