ვარსკვლავების მოვალეობაა ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ და ამისთვის მხოლოდ პლასტიკური ქირურგია და ფოტოშოპი საკმარისი ნამდვილად არ არის. ისინი ძალიან ხშირად სტუმრობენ სილამაზის სალონებს და სხვადასხვა პროცედურებს იტარებენ, ზოგიერთ მათგანზე, ხომ სულაც, შეყვარებულები არიან. გაგაცნობთ სელებრითების საყვარელი Beauty-პროცედურებს.
სახის მოვლის პროცედურები
სახის ქოლისტიკური მოვლა
ტერი ლაუტონი 20-წლიანი გამოცდილების მქონე სპა-კონსულტანტია, მას ენდობიან რეიჩელ ვაისი, კეიტ ბოსვორტი და ნაომი უოტსი. ტერის ლოს-ანჯელესში საკუთარი სილამაზის სტუდია, სახელწოდებით Terri Lawton Skincare აქვს, აქ პროცედურა, სახელწოდებით Signature Custom Facial ტარდება. მოქმედება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი: ორგანული კოსმეტიკის საშუალებით წმენდა;
მეორე: ე.წ. ცი-ს ენერგიის სწორად მიმართვა;
მესამე: ტერი პროცედურას სახის ძვლოვან სტრუქტურაზე პროპორციების დასაბალანსებლად მუშაობით ასრულებს.
ფუტკრის შხამის ნიღაბი
ეს ნიღაბი ამცირებს აკნეს, აპატარავებს ნაწიბურებს და ამცირებს ნაოჭების რაოდენობას. თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, მაშინ ეს ნიღაბი თქვენთვის ყოფილა. მისი დიდი მოყვარულები არიან ქეთრინ მიდლტონი და ვიქტორია ბექჰემი. კოლაგენების შემცველი ტონიკით სახის გაწმენდის შემდეგ, პილინგის დრო დგება, სულ ბოლოს კი, ფუტკრის შხამის დატანება. თურმე, ფუტკრის შხამი კანს „ატყუებს“, რომ ის დაზიანებულია და აღსადგენ მექანიზმს რთავს, რა დროსაც კოლაგენისა და ელასტინის დიდი რაოდენობით გამომუშავებას იწყებს.
ჟანგბადის ნიღაბი
სახის იდეალური ფერის მისაღებად ბევერლი-ჰილსში მდებარე სალონს Sonya Dakar Skin Clinic-ს გვინეტ პელტროუ დრიუ ბერიმორი და ფერგი სტუმრობენ ხოლმე. ჟანგბადის ნიღაბი კანს „სუნთქვაში“ ეხმარება, ამ პროცედურის შემდეგ სახის კანი გაცილებით უკეთესად გამოიყურება.
ბოტოქსი
ეს ჯენიფერ ენისტონის, დემი მურის, შერონ სტოუნის და კეტრინ ზეტა-ჯონსის საყვარელი პროცედურაა, ბოტოქსის გაკეთებისას, მთავარია, ზომიერების გრძობა არ დაკარგოთ, თორემ შედეგები გამოუსწორებელი იქნება.
ახლა კი, რაც შეეხება სხეულის მოვლას:
Victoria's Secret-ის „ანგელოზები“ მორიგი შოუს წინ ნიუ-იორკში, დერმატოლოგ დევიდ კოლბერტის კაბინეტისკენ მიემართებიან. გოგონები სხეულზე ზრუნვას მიკროდერმაბრაზიის პროცედურით იწყბენ (კანის აპარატურული გაპრიალება), მეორე ნაბიჯი რბილი ლაზერული დამუშავებაა, რასაც გლიკოლის მჟავით პილინგი მოყვება, ამ ყველაფრის შემდეგ კანი ურბილესია.
დეტოქს-პაკეტი
სტუდია Arcona გთავაზობთ პროცედურას Detox Package, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება. ამ პროცედურის მთავარი შემადგენელი კომპონენტი წყალმცენარეები და თიხაა, მომსახურების პაკეტში შედის ინფრაწითელი საუნა და ლიმფოდრენაჟული მასაჟი. ამ პროცედურის თაყვანისმცემლები ანა კენდრიკი, ემი როსუმი და ამბერ ვალეტა არიან.