ბავშვობაში ხეზე აშენებულ ზღაპრულ სახლზე, ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვიოცნებია და როგორც ჩანს, ასეთი ოცნება არც ამ გოგონას მამისთვის ყოფილა უცხო. მისი ნამუშევრის ნახვის შემდეგ, ინტერნეტმომხმარებლებმა მამაკაცი „წლის მამად“ დაასახელეს. მან ქალიშვილის ოთახი ნამდვილ ზღაპარს დაამსგავსა: „ჩემი გოგონა ხეზე ოცნებობდა, რათა მასზე შემომჯდარიყო და წიგნები ეკითხა, გადავწყვიტე, მისთვის ეს ოცნება რეალობად მექცია“, - ამბობს ხელმარჯვე მამა.