რეალითი შოუს ვარსკვლავმა, 41 წლის კორტნი კარდაშიანი მისი ოჯახის სხვა წევრების მსგავსად შობის დღესასწაულისთვის გამოეწყო და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ვარსკვლავმა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ამვდროულად სექსუალური იმიჯი მოირგო, ამასთან ერთად კი მისი სადღესასწაულოდ მორთული სახლის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
კორტნიმ რამდენიმე ფოტოში ბეჟ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი მოირგო, რომელსაც ოქროს ელემენტით გაფორმებული, თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა მოგვიანებით კი არჩევანი უფრო სექსუალურ იმიჯზე წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილ მოკლე კაბაზე და ვერცხლისფერ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერა.
ვარსკვლავმა სახლი მადვილად ზღაპრულად, რამდენიმე ნაძვის ხით, თეთრი დათვების ფიგურებით და თოვლის ბაბუას სათამაშოებით მორთო. საახალწლო დეკორაციების ფონზე კი წვანე ფერში გადაწყვეტილი სამოსით პოზირებდა.