მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანები წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ელიან, ახალი წლის ღამე ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია, ოჯახებში აწყობენ საშობაო დეკორაციებს, რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, რათა აიმაღლონ საახალწლო განწყობა და მომზადებულები შეხვდნენ დამდეგ ახალ წელს.
საახალწლო სამზადისი ზოგიერთ ოჯახში რამდენიმე კვირას გრძელდება, რაც ძალიან ბევრ შრომას და ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი სადღესასწაულო საჩუქრებია. მნიშვნელოვანი არამხოლოდ ის არის, თუ რას ჩუქნით საყვარელ ადამიანს, არამედ მისი შეფუთვა. წარმოგიდგენთ 12 ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შეფუთოთ სადღესასწაულო საჩუქრები მარტივად და ორიგინალურად.