დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, თბილისის ყველა უბანში ახალი კორპუსები შენდება. არჩევანი დიდია, მაგრამ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას და რომელია ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს?
უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანები ბინის შეძენისას ძირითადად ყველაზე დიდ ყურადღებას მის საფასურსა და ადგილმდებარეობას უთმობენ, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა:
• ეზო, რეკრეაციული ზონა (ამ ფაქტორს უფრო ბავშვიანი ოჯახები აქცევენ ყურადღებას);
• ავტოფარეხი (რადგან ითვალისწინებს, რომ ავტომობილი ახლა თუ არ ჰყავს, მომავალში მაინც შეიძენს);
• კარგი სკოლა (ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ოჯახში სკოლის მოსწავლე ჰყავს);
• მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების სიახლოვე;
• დაცული ეზო და მშვიდი გარემო;
• ბინის სამუშაო ადგილთან სიახლოვე;
• საავადმყოფოსთან სიახლოვე;
• და ლამაზი ხედები.
მოკლედ, თითოეულ ადამიანს თავისი მოთხოვნები აქვს, რომელიც მის საჭიროებებს შეესაბამება, მაგრამ არსებობს ძირეული კრიტერიუმები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ეს კრიტერიუმები ავტომატურ გავლენას ახდენს ბინის ფასზეც:
• სამშენებლო მასალების ხარისხი
არჩევანისას საცხოვრებელი კორპუსების სიმტკიცეს და მდგრადობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მშენებლობისთვის ადგილის სწორად შერჩევას, შენობის სწორად დაპროექტებასა და სამშენებლო მასალების ხარისხს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
ასე რომ, დიდი ყურადღება მიაქციეთ სამშენებლო მასალის ხარისხს, გაარკვიეთ, თუ რომელი მასალით მიმდინარეობს მშენებლობა, არის თუ არა ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უზრუნველყოფს თუ არა ხმის იზოლირებას. ყოველივე ამის დადგენა თქვენ თავიდან აგაცილებთ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებსაც უხარისხო სამშენებლო მასალა იწვევს. ძირითადად, ეს რესპირატორული (სასუნთქი გზების) პრობლემებია. გარდა ჯანმრთელობისა, ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლი თქვენს კომუნალურ გადასახადებს შეამცირებს, ხოლო ხმის კარგი იზოლაცია მაქსიმალურ კომფორტსა და სიმშვიდეს შეგიქმნით.
•სამშენებლო კომპანიის იმიჯი
უძრავი ქონების შეძენისას, პირველი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიის სწორად შერჩევაა. დააზუსტეთ კომპანიის ასაკი, მისი შესრულებული პროექტები და რეპუტაცია.
კარგი იქნება, დავაზუსტოთ კომპანიის ასაკი − რამდენი წელიწადია, რაც სამშენებლო ბაზარზეა (მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს). ასევე, კარგი იქნება, თუ დავათვალიერებთ კომპანიის მიერ უკვე აშენებულ და შესახლებულ ობიექტებს, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებების ხარისხი. გაითვალისწინეთ ფაქტი, რომ კომპანიის შესახებ ყველაზე კარგი რეკომენდატორი მისი უკვე არსებული მობინადრეები არიან.
• მშენებლობის ეტაპი
როდესაც მშენებლობა ახალი დაწყებულია, მაშინ ბინის ფასი შედარებით დაბალია და გადახდის შეღავათიანი პირობებიც მოქმედებს. მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები თავს იკავებენ მსგავს კონდიციაში არსებულ სამშენებლო კომპანიებში ბინის შეძენისგან, რადგან ეს მათთვის გარკვეულ რისკთან ასოცირდება. ჩაუბარებელი ბინები, მშენებლობის შეჩერება, ჩაბარების დროის გაჭიანურება − ეს საქართველოს სამშენებლო სექტორის არცთუ შორეული წარსულია. აქედან გამომდინარე, უნდა შევარჩიოთ ისეთი კომპანია, რომელსაც ვენდობით და დარწმუნებული ვართ მის უტყუარობაში.
• ჩასაბარებელი ბინის კონდიცია
ფასის სხვაობას იწევს ის ფაქტიც, რომ სამშენებლო კომპანიები მომხმარებლებს ბინებს სხვადასხვა კონდიციით აბარებენ (ე.წ. „შავ“, „თეთრ“ და „მწვანე“ კარკასის მდგომარეობით). ბინის შეძენამდე გაარკვიეთ, რა იგულისხმება შემოთავაზებულ „თეთრ კარკასში“ ან „მწვანე კარკასში“ − სხვადასხვა კომპანიისთვის ჩაბარების კონდიცია განსხვავებულია.
• „შავი კარკასი“ − ბინაში შესასვლელი რკინის კარი, მეტალპლასტმასის კარ-ფანჯარა, კომუნიკაცია მიყვანილი კარამდე.
• „თეთრი კარკასი“ − შენობა, რომელშიც იატაკი მოჭიმულია; ფანჯრები, რკინის შესასვლელი კარი, შიდა ტიხრები თქვენი პროექტისამებრ ამოყვანილი და შელესილია. წყლისა და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში შეყვანილია (ზოგიერთი კომპანიისთვის ე.წ. „თეთრ კარკასში“ შედის გაყვანილი ცენტრალური გათბობის მილები, სატელეფონო ხაზები, საკაბელო ტელევიზიით და ინტერნეტით). და მაინც, რა უპირატესობით სარგებლობს „თეთრი კარკასი“? ალბათ ერთ-ერთი და უმთავრესი ისაა, რომ თავად შეგიძლია დააგეგმარო და სასურველ ხარისხში გააკეთო „თეთრი კარკასის“ მდგომარეობიდან სრული რემონტი.
• „მწვანე კარკასის“ შეძენის შემთხვევაში, მფლობელს ბინაში საცხოვრებლად გადასასვლელად მხოლოდ მსუბუქი კოსმეტიკური რემონტის გაკეთება დასჭირდება.
საბოლოო არჩევანი თქვენზეა. გახსოვდეთ: ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ნებისმიერი ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, მშენებლობის ხარისხია. აუცილებლად გაარკვიეთ, აკმაყოფილებს თუ არა საცხოვრებელი კორპუსი იმ სტანდარტებს, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტულ ცხოვრებას ემსახურება.
OK! როგორც ყოველთვის, თავის მკითხველს მხოლოდ სანდო კომპანიების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები კი ის აუცილებელი პირობებია, რომლებსაც ნებისმიერი კომპანია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
სწორედ ასეთია „ალფა სახლი“, რომელიც ქმნის კომფორტს და ხარისხს − ადამიანების გემოვნებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროდუქტებს.
„ალფა სახლი“, როგორც კომპანია, 2017 წელს დაარსდა, თუმცა მისი ისტორია ბევრად ადრე − 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„ალფა სახლის“ სამშენებლო პროექტები პროფესიონალთა 20-წლიანი ღირებული გამოცდილებით იქმნება და სწორედ ესაა ნდობისა და მაღალი რეპუტაციის საფუძველი.
მწვანე და ჯანსაღი გარემო, პრაქტიკული და მოსახერხებელი დაგეგმარება, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინი − ინტერიერი და ექსტერიერი, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა − ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც „ალფა სახლის“ გუნდისთვის უმთავრესია.
„ალფა სახლის“ ყველა პროექტი საუკეთესო ადგილმდებარეობითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
დაბოლოს − ენდეთ ხარისხს, რომელიც არასდროს გიღალატებთ.
WEBSITE: alphahome.ge
FB: ალფა
ტელ: 514 10 70 70/+995 032 245 17 17
მისამართი: ა. წერეთლის 117ა