ავეჯის სახლი „ნიტა“ მაღალი ხარისხის თანამედროვე და კლასიკურ პროდუქციას აერთიანებს. იგი 3 წელია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს და მუდმივად ანებივრებს ახალი და საინტერესო შეთავაზებებით. OK! პირადად ესტუმრა კომპანიის დირექტორ მირანდა ხეცურიანს, რომელიც თავად გვიამბობს „ნიტას“ პრიორიტეტებისა და უპირატესობების შესახებ.
რა გზა გაიარა კომპანიამ დღევანდელ დღემდე?
„ნიტა“ კომპანიის სახელით უკვე 3 წელია, რაც ბაზარზე არსებობს. გაიხსნა 2017 წლის 12 აპრილს ქუთაისში. ძალიან წარმატებული წელი გვქონდა, რადგან გავაფორმეთ ხელშეკრულება თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Weltew home-თან. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამარკო ნიშნის პროდუქციას, რომლის ექსკლუზივიც საქართველოში მხოლოდ ავეჯის სახლ „ნიტას“ აქვს.
კომპანიის დამფუძნებელი ჩემი მეუღლე, კახაბერ ლევიძეა. მისი საქმიანობა ავეჯის ბიზნესში უკვე 24 წელს ითვლის. „ნიტა“ 4 ქვეყანასთან თანამშრომლობს, ესენია: ეგვიტე, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და თურქეთი. თურქეთში არა მხოლოდ პარტნიორ, არამედ სხვა უმსხვილეს კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა ექსკლუზივი მხოლოდ ჩვენი პარტნიორი კომპანია Weltew home-ისგან გვაქვს.
მომხმარებელს რა ტიპის პროდუქციის შეძენა შეუძლია თქვენს ფილიალებში?
წარმოდგენილი არის როგორც თანამედროვე სტილის ავეჯი, ისე კლასიკური, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ჰარმონიულადაა შერწყმული. ასევე განთავსებულია ნებისმიერი დიზაინის რბილი ავეჯი: დივანის სამეული, ოთხეული, დივანის კუთხეები, ასევე საძინებელი, მისაღები ოთახის გარნიტურა და ყველა ის წვრილმანი, რაც შეიძლება სახლს კომფორტსა და სილამაზეს სძენდეს. მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას. ყველაზე დიდი კომფორტი კი ისაა, რომ შეგვიძლია ნებისმიერი მათგანის ცალობით რეალიზება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საძინებლიდან მხოლოდ კარადა ან მისაღები გარნიტურიდან მხოლოდ ვიტრინა შეიძინოს. ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მის სურვილსა და გადაწყვეტილებაზე. იგივე შემიძლია გითხრათ რბილ ავეჯზეც − მომხმარებელს შეუძლია როგორც ოთხეულის, ისე ცალკე დივანის ან სავარძლის შეძენა.
შეუძლია თუ არა მომხმარებელს თქვენთან პროდუქციის შეკვეთა?
ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიის კატალოგები, შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი. ასევე წარმოდგენილი გვაქვს ქსოვილების კატალოგებიც რბილი ავეჯისთვის, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფერის მიხედვით შეუკვეთონ და შეარჩიონ ისეთი მოდელი, რომელსაც შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
რა შეგიძლიათ გვითხრათ ხარისხისა და ფასების შესახებ?
კარგია ამ საკითხს რომ შევეხეთ, რადგან მომხმარებლისთვის ხარისხი და ფასი თანაბრად მნიშვნელოვანია. მიუხედავად პანდემიისა და დოლარის კურსის ზრდისა, ჩვენ შევინარჩუნეთ საშუალო და აგრეთვე 10%-დან 40%-მდე შემცირებული ფასები. „ნიტას“ სახლში ხარისხი ძალიან მაღალი, ფასი კი საშუალოა. თბილისის ფილიალში წარმოდგენილი გვაქვს სამარკო ნიშნის ექსკლუზიური პროდუქცია, ქუთაისის ფილიალში − როგორც სამარკო ნიშნის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის შერეული ავეჯის პროდუქცია. შესაბამისად, ფასები ნებისმიერი მომხმარებლისთვის მისაღები და ხელმისაწვდომია.
როგორ ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება მომხმარებლამდე?
მომსახურების სერვისი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უფასოა. „ნიტას“ ორივე ფილიალს აქვს თავისი ტრანსპორტი, შესაბამისად, მიწოდება ხდება ყველგან, რითაც მომხმარებელს ვუქმნით ასევე დიდ კომფორტს. აგრეთვე, თუ მომხმარებელი შეიძენს გარკვეულ პროდუქციას და სურს მოგვიანებით განხორციელდეს მისი ტრანსპორტირება, თუნდაც რემონტის ან/და სხვა მიზეზის გამო, ჩვენ ვუნახავთ მას შეძენილ ნივთს განსაზღვრულ დრომდე.
რამდენი ფილიალია ამჟამად წარმოდგენილი და კიდევ თუ იგეგმება გაფართოება?
ამჟამად წარმოდგენილები ვართ ორ ლოკაციაზე − თბილისსა და ქუთაისში. ნოემბრის შუა რიცხვებიდან კი ავეჯის სახლ „ნიტას“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატება ქალაქ ქუთაისში, სადაც განთავსდება მხოლოდ კლასიკური ავეჯის ხაზი, რომელიც იქნება ეგვიპტური წარმოების, მასიურ ხეზე დამზადებული პროდუქცია: მისაღები, რბილი ავეჯი, საძინებლები და ა.შ.
რატომ უნდა ავირჩიოთ ავეჯის სახლი „ნიტა“?
უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის არის ის, რომ როდესაც ისინი შემოაღებენ „ნიტას“ კარს, იგრძნობენ ძალიან დიდ კომფორტს − მისალმებიდან დაწყებული, მომსახურების სრული სერვისით დასრულებული. ვგულისხმობ მიწოდების სერვისს, რომელსაც სრულყოფს კონსულტანტი მომხმარებელთან ურთიერთობისას, მიაწოდოს ინფორმაცია შერჩეულ ნივთთან დაკავშირებით.
ჩვენთან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, აირჩევს ის თუ არა ჩვენთან წარმოდგენილ პროდუქციას. ჩვენ ბოლომდე ვიხარჯებით, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ საკუთარ მომხმარებელს და არ დავძაბოთ იგი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ქუთაისის ფილიალის გახსნის შემდეგ, ვაპირებთ ფილიალი ბათუმშიც გავხსნათ. აგრეთვე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში არსებობდეს „ნიტას“ ავეჯის ფაბრიკა, სადაც ძალიან მაღალი ხარისხის ავეჯის პროდუქციას ვაწარმოებთ, და რომელიც ტრენდული გახდება.