გსურთ იმოგზაუროთ უახლოეს და შორეულ წარსულში? შეიგრძნოთ სიძველის გემო და შეიქმნათ გარემო, სადაც განთავსებული იქნება მასიური ხისგან დამზადებული, ანტიკვარული და ექსკლუზიური ავეჯი? გერმანული სავაჭრო ცენტრი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ერთ სივრცეში გამორჩეული გემოვნების ადამიანებისთვის სხვადასხვა დიზაინის ავეჯს აერთიანებს. OK! კომპანიის PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერს, მარიამ პაკაცოშვილს ესაუბრა.
მარიამ, უპირველესად, გვიამბეთ სავაჭრო ცენტრის შესახებ. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
გერმანული სავაჭრო ცენტრი საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. მაღაზია „თბილისი მოლიდან“ 3 კილომეტრში, მცხეთის გზატკეცილზე მდებარეობს.
ჩვენი სავაჭრო ცენტრი გერმანული კომპანია Vantrans-ის შვილობილია, რომელიც უკვე 15 წელია ცენტრალურ ევროპაში წარმატებით საქმიანობს და ახლა უკვე საქართველოშიც მსურველებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სასურველი პროდუქციის მოძიებას, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევას, შეძენას და ტრანსპორტირებას სთავაზობს.
ორსართულიან სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია როგორც ახალი, ასევე მასიური ხისგან დამზადებული, ანტიკვარული და ექსკლუზიური მეორადი ავეჯი, რომელიც შეგაგრძნობინებთ სიძველის გემოს, ასევე გამოგზაურებთ უახლოეს და შორეულ წარსულში. აქ თქვენ შეხვდებით სხვადასხვა ცნობილი გერმანელი თუ უცხოელი დიზაინერის ხელნაკეთ ავეჯს, სუვენირებსა და სხვა საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო ასორტიმენტს.
გვესაუბრეთ მომსახურებაზე.
ვცდილობთ, გერმანიაში მიღებული ბიზნესის მართვის ცოდნა და გამოცდილება საქართველოში დავამკვიდროთ. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია, ადგილზე მოსულ ერთგულ მომხმარებლებს გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება და დაეხმაროს სწორი არჩევანის გაკეთებაში. კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებლის მოლოდინის გამართლება, მათ სახლებში სრულყოფილი, ჯანსაღი გარემოსა და იდეალური კომფორტის შექმნა. ჩვენ გთავაზობთ უპროცენტო განვადებას, უფასო კონსულტაციას ინტერიერის დიზაინერთან; მიტანას, მონტაჟს, ავეჯის მოდერნიზებას და რაც მთავარია, კომპანია „ვანტრასის“ მეშვეობით, ნებისმიერი პროდუქციის შეკვეთას და ჩამოტანას გერმანიიდან.
ხარისხი და ფასები.
გერმანული სავაჭრო ცენტრის მთავარ ნიშას ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული, ჯანსაღი პროდუქცია წარმოადგენს. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები, რომელიც გერმანიის ბაზრისთვის არის ნაწარმოები და დღესაც აქტიურად იყიდება ევროპაში, რაც პროდუქციის მაღალი ხარისხისა და სანდოობის გარანტია. რაც შეეხება ღირებულებას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ კონკურენტუნარიანი არსებულ ბაზარზე, ფასები მოვარგოთ ქართულ რეალობას, რათა ყველამ შეძლოს ოჯახში ნამდვილი გერმანული კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა.
რა მიგაჩნიათ კომპანიის მთავარ უპირატესობად?
ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს მომსახურებისა და ხარისხის გამართლებაში.
საზოგადოების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავეჯი, რომლითაც ოცნების კომფორტს იქმნის, შესაძლოა ისეთ მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს, რომლებიც ხელს უწყობს რადიაციულ გამოსხივებას, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს.
გერმანული სავაჭრო ცენტრი, პირველად საქართველოში გთავაზობთ ავეჯის რადიაციის დეტექტორს, რომლითაც დარწმუნდებით, რომ ჩვენთან თანხას იხდით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაში.
ჩვენ გერმანიიდან ჩამოგვაქვს სერტიფიცირებული, ნატურალური მასალისგან დამზადებული ავეჯი და სხვადასხვა ნაკეთობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ დანამატებს არ შეიცავს.
სამომავლო გეგმები.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ერთგული მომხმარებლების წახალისებას. მათ შორის უკვე ტრადიციად იქცა ყოველ ახალ წელს ბერლინის საგზურის გათამაშება, საქველმოქმედო აქციები, ვაუჩერები და სხვა პრიზები. მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული კრიზისული ფონისა, ჩვენ კვლავ ვაპირებთ მსგავსი აქტივობების განხორციელებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საჩუქრის გაკეთებას!
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი სურვილია საქართველოში დავამკვიდროთ გერმანული ბიზნესკლიმატი და მომხმარებელი ხარისხზე ორიენტირებული გავხადოთ. მომავალი წლიდან საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ფილიალის გახსნა იგეგმება.