Homemade-ის სახელწოდება გაჟღერებისთანავე ტოვებს ოჯახური და მყუდრო სივრცის ასოციაციას, რაც ნამდვილად ასეა. ეს არის ავეჯის სახლი, რომელიც ზრუნავს თითოეული მომხმარებლის კომფორტული გარემოს შექმნაზე და სთავაზობს ხარისხიან, დახვეწილ და განსხვავებულ ავეჯს, რომელთა შექმნის პროცესშიც თავად შეგიძლიათ გარკვეული ცვლილებების შეტანა. OK! კომპანიის გაყიდვების მენეჯერს, ზუკა ბადრიძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს Homemade-ის საქმიანობის შესახებ.
გაგვაცანით Homemade. რას ემსახურება კომპანიის საქმიანობა?
კომპანიის დაფუძნების მიზანი იყო და არის ქართული ავეჯის წარმოების განვითარება. ამ მიზნით, კომპანია ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და დაიწყო მოწნული – გარე ავეჯის წარმოებით. იმ პერიოდში ჩამოვიყვანეთ ჩინელი სპეციალისტები და 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ქართველი ხელოსნების სწავლების პროცესი. მომდევნო წლებში კომპანიამ გააფართოვა წარმოება და დღეისათვის ავეჯის თითქმის ყველა სპექტრზე მუშაობს, სადაც აქცენტი გამახვილებულია ნატურალური მასალებით წარმოებულ პროდუქციაზე.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებელს უპირველეს ყოვლისა მუდმივად განახლებად პროდუქციას ვთავაზობთ. ჩვენთან, ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეიძინოთ სახლის მოსაწყობად ყველა ტიპის ავეჯი: რბილი ავეჯი, საწოლები, დივნები, მაგიდა-სკამები, გარე ავეჯი და განათებები.
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კორექტირება შეიტანოს დიზაინში, ზომაში, და შეარჩიოს მასალა თუ ფერი, რაც უნიკალურობას სძენს ჩვენს მაღაზიას.
Homemade-თან თანამშრომლობა ძალიან კომფორტულია სასტუმროებისთვის, რესტორან/კაფეებისთვის და სხვა კომერციული ობიექტებისთვის, რადგან დიზაინიდან დაწყებული, ავეჯის ყველა დეტალის გათვალისწინებით შეგვიძლია შევუქმნათ სრულყოფილი და ხარისხიანი პროდუქცია.
გვესაუბრეთ ხარისხსა და ფასებზე.
ჩვენი მენეჯმენტის მიზანია ვაწარმოოთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია. ამისთვის წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს. შესაბამისად, მომხმარებელს ვაძლევთ გარანტიას და წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, ვახორციელებთ პროდუქციის შეცვლას ან რემონტს.
რაც შეეხება ფასს, ადგილობრივი წარმოების გამო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმუშავოთ შედარებით დაბალი მარჟით, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი პროდუქცია ფასით მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ტიპის იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში.
გვინდა მოვუწოდოთ კომერციული ობიექტების მენეჯერებს და თამამად განვუცხადოთ, რომ ავეჯის რაოდენობაში შეკვეთის დროს, ჩვენი მიწოდებული ფასი და პროდუქციის ხარისხი უკეთესი იქნება, ვიდრე მაგალითად, ჩინეთიდან ჩამოტანა. სამწუხაროდ, ბევრს მიაჩნია, რომ თუ ჩინეთიდან პროდუქციას თვითონ ჩამოიტანენ, ეს გაცილებით იაფი დაუჯდებათ, რაც ასე აღარ არის. ჩვენ მზად ვართ ასეთ ობიექტებს გავუკეთოთ ნიმუშები და მივაწოდოთ ფასები, რათა დავარწმუნოთ ჩვენს უპირატესობაში. ამასთან, პასუხისმგებლები ვიქნებით ხარისხზე, რაც ჩამოტანილ პროდუქციაზე ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
შეუძლია თუ არა მომხმარებელს ავეჯის სასურველი დიზაინის შეკვეთა მოგცეთ?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ ავეჯის ზომა, ხის ან ლითონის ფერი. რბილი ავეჯის შემთხვევაში, აარჩიონ ქსოვილი. ასევე, გარე ავეჯისთვისაც ვთავაზობთ 20-მდე სხვადასხვა რატანის მასალას. კომერციულ ობიექტებს კი ვთავაზობთ სასურველი პროდუქციის შექმნას მათი დიზაინის მიხედვით. შეუკვეთო ყველაფერი საკუთარი დიზაინით ერთ სივრცეში − ეს არის Homemade-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა.
როგორია საზოგადოების მხრიდან დაინტერესება?
ჩვენი მაღაზია 3 წელია რაც გაიხსნა. ამ პერიოდში ეტაპობრივად ვავსებდით პროდუქციას ახალი მიმართულებებით და ვაუმჯობესებდით ხარისხს, რასაც ჩვენი მომხმარებელი კარგად ხედავს და ეს შესაბამისად აისახება კომპანიის გაყიდვებზე. ძალიან ბევრი გვყავს ლოიალური მომხმარებელი და ჭარბობენ უცხოელები, მათ შორის ისინი, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად იციან ნატურალური პროდუქციის ფასი.
გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ.
Homemade-ის მოკლევადიანი გეგმაა, დავამატოთ პროდუქციის რამდენიმე მიმართულება, გავზარდოთ არჩევანისა და დიზაინის რაოდენობა, შესაბამისად გავაფართოვოთ წარმოება და გავხდეთ უფრო ცნობადები ბაზარზე. ასევე, მომავალ წელს ვგეგმავთ ბათუმში მაღაზიის გახსნას.