Studio13 – ეს არის ავეჯის სახლი, რომელიც ერთ სივრცეში მაღალი ხარისხის დახვეწილ და ორიგინალურ პროდუქციას აერთიანებს და გათვლილია ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე, რომლისთვისაც კომფორტი უმნიშვნელოვანესია. კომპანია არცთუ დიდი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოახერხა და დაიმკვიდრა საკუთარი ნიშა, რომელიც ყველასგან გამოირჩევა. უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაციისთვის OK! Studio13-ის დამფუძნებელს, გუჯა მარგალიტაძეს ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც Studio13 ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?
Studio13-ის იდეა 2017 წელს გაჩნდა, თუმცა თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჰობი, რომელსაც ვხვეწდით ყოველდღიურად, ბევრს ვსწავლობდით და რაც ყველაზე მთავარია, დიდ სიამოვნებას ვიღებდით ამ პროცესისგან. ეს გატაცება ვაქციე დღევანდელ საქმიანობად ყოველგვარი მსხვილი ინვესტიციის გარეშე. ჩემი აზრით, ყველა წარმატების საწინდარია, საქმისადმი თავდადება და სიყვარული.
ჩემი ინსპირაცია იყო მინიმალისტური მიმდევრობა, რომლის პროდუქტიც იქნებოდა მაქსიმალურად ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებული.
გვესაუბრეთ უპირატესობებზე და პრინციპებზე, რომლებსაც არ ღალატობთ მუშაობის პროცესში.
როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი მთავარი ღირებულებაა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი პროდუქცია და მუდმივად განახლებული დიზაინი.
აგრეთვე, Studio13-ის უმთავრესი პრინციპია კმაყოფილი მომხმარებელი, სრულფასოვანი მომსახურება დადგენილ ვადებში. მათთვის, ვისაც არ აქვს შერჩეული კონკრეტული სტილი ან მასალა, ჩვენ ვთავაზობთ დიზაინერის სერვისს, რომელიც დაეხმარება და სრულ კონსულტაციასა და ხარისხიან მომსახურებას გაუწევს.
ძირითადად, რა სახის ავეჯზე მუშაობთ?
ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი სახის ავეჯს, კარებს და მეტალის კონსტრუქციებს. შესაბამისად, ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილზე და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ჩვენი დამკვეთები არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე სხვადასხვა ტიპის მაღაზია და ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Evolution Gaming, Socar Georgia, „ნატახტარი“ და სხვა.
რა ვადა ესაჭიროება თითოეული შეკვეთის დამზადებას და დამკვეთამდე მიტანას?
კონკრეტული ვადების დადგენა განისაზღვრება სამუშაო სირთულისა და მოცულობიდან გამომდინარე. ვადების დადგენა ხდება მომხმარებელთან შეთანხმებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
გვესაუბრეთ ხარისხსა და ფასებზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დამკვეთის მოთხოვნების ხარისხიანი შესრულება, დახვეწილი ვიზუალი და მასალის შერჩევა, რომელიც სრულად იქნება მორგებული მომხმარებლის ბიუჯეტზე. ვინაიდან თითოეული შეკვეთის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, შესაბამისად, ღირებულებაც დგინდება მასალიდან, მექანიზმებიდან და სამუშაო სირთულიდან გამომდინარე.
სად ამზადებთ ავეჯს?
ჩვენი ავეჯი მზადდება თბილისში. ვაწარმოებთ ნებისმიერი შეკვეთის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
სამომავლო გეგმები.
გვაქვს საკმაოდ დიდი სამომავლო გეგმები. ერთ-ერთი მათგანი არის ჩვენი განახლებული შოურუმი, რომლის ოფიციალური გახსნა იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენს მომხმარებელს საშუალება ექნება ეწვიოს Studio13-ის შოურუმს ქ. თბილისში, არაყიშვილის ქ. N18-ში.
ასევე ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, ჩვენი კომპანიისა და პროდუქციის წარდგენას საზღვრებს გარეთ ამ მიმართულების სხვადასხვა გამოფენაზე.