„თერმოინდუსტრია“ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომლის ძირითად მიმართულებას გათბობა-წყალმომარაგების სისტემები წარმოადგენს. იგი მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს ინოვაციური და მაღალ სტანდარტზე მორგებული პროდუქციით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ძირითადი მიმართულება სწორედ ეკომეგობრული სისტემების დანერგვაა. შესაბამისად, ნებისმიერი მწარმოებლის ქვაბი ენერგოდამზოგია და არ აბინძურებს გარემოს. „თერმოინდუსტრია“ უკვე რვა წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებულად საქმიანობს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიალს ფლობს.
„თერმოინდუსტრია“ ექსკლუზიური წარმომადგენელია ისეთი იტალიური მწარმოებლისა, როგორიცაა „იტალთერმი“, რომელიც გათბობის კედლის ქვაბების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია ევროპაში. პროდუქცია საწარმოშივე, ევროსტანდარტის მიხედვით გადის უსაფრთხოების ლაბორატორიულ შემოწმებას, არის ენერგოდამზოგი და მარტივი ექსპლუატაციაში. ქვაბის დიზაინი შემუშავებულია ავტომობილების იტალიელ დიზაინერ Giorgetto Giugiaro-ს მიერ.
მომხმარებლისთვის ასევე მნიშვნელოვანია დიზაინერული, სხვადასხვა ფორმისა და დაფერვის რადიატორები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს განსხვავებულ სტილს შესძენს. დეკორატიული რადიატორები იტალიური ბრენდების – Global-ისა და Radiatori2000-ის წარმოებისაა, გამოირჩევა საუცხოო დიზაინით, კომპაქტურობით, შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. რაც შეეხება მომსახურებას, „თერმოინდუსტრიის“ კვალიფიციური ტექნიკური გუნდი ყოველთვის უზრუნველყოფს სწორ დაგეგმარებას, ბიუჯეტირებას და შემდგომ გარანტირებულ მხარდაჭერას.
რაც შეეხება პროდუქციის დიზაინს, იგი ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლისთვისაა გათვალისწინებული. „თერმოინდუსტრიას“ შოურუმში ნახავთ როგორც რეტრო-დიზაინის, თუჯის, ასევე დაფერილი ალუმინის თანამედროვე, მინიმალისტურ რადიატორებს, ასევე იხილავთ აბაზანის საშრობების ფართო არჩევანს. ლუქს-პროდუქციიდან გამოირჩევა Margaroli-ის ბრენდის აბაზანის საშრობები, რომლებიც ხელნაკეთია და მზადდება ბუნებრივი თითბერისგან.
ხარისხი პრიორიტეტია, რაზეც კომპანიის წარმატება მეტყველებს. აღსანიშნავია ისიც, რომ „თერმოინდუსტრიას“ მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა იტალია, გერმანია, სლოვენია, ბელგია და თურქეთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საპროექტო გუნდი მაღალპროფესიონალი ინჟინრებითაა დაკომპლექტებული, რომელთა პორტფოლიოშიც რიგი მასშტაბური პროექტები იყრის თავს. „თერმოინდუსტრიის“ შოურუმები ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში. კომპანია ფლობს ორ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწყობს, საიდანაც მარაგდება ყველა ფილიალი. აღსანიშნავია ისიც, რომ სამომავლოდ იგეგმება რიგი ახალი პროექტების განხორციელება, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად, „თერმოინდუსტრია“ ბევრ სიახლეს შესთავაზებს თავის მომხმარებელს.
კომპანიის ფილიალები:
თბილისი: ბელიაშვილის ქ. 110
ბათუმი: ჯავახიშვილის ქ. 32/34
ბათუმი: ერისთავის ქ. 2
ფოთი: ჭანტურიას ქ. 12
ზუგდიდი: მეუნარგიას ქ. 12
საკონტაქტო ინფორმაცია:
www.thermoindustria.com
(995) 32 2 14 55 54