ლონდონში სწავლის დროს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სივრცე, სადაც ხშირად დავდიოდი, იყო „შავი სასტუმრო“. შავი ფერის უკან დიდი პროფესიონალიზმია − ეს არის მხოლოდ ფერი, ამ ფერის ირგვლივ არის აწყობილი სასტუმროს ყველა სივრცე: მიმღები, ლობი, რესტორანი, ნომრები და ა.შ. თან ისე, რომ ეს არამცთუ დამთრგუნველია, არამედ ჯადოსნურ განწყობას გიქმნის.
დღეს ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტია ლონდონში, რომლის ავტორი თავისი საქმის პროფესიონალი და გამორჩეული დიზაინერი - Anoushka Hempel-ია.