„დანიური სახლი“ 1999 წელს დაარსდა და უკვე ორი ათწლეულია, რაც წარმატებულად ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო და დღეს უკვე არაერთ მოწინავე ევროპელ მწარმოებელთან თანამშრომლობს. ძირითად საქმიანობას ევროპის ქვეყნებიდან ტექსტილისა და სხვადასხვა აქსესუარის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. დღესდღეობით, საქართველოში წარმოდგენილია „დანიური სახლის“ 12 ფილიალი. კომპანიის პროდუქცია მოიცავს ტექსტილის, საოფისე ავეჯისა თუ საძინებლების, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანს. „დანიური სახლი“ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხს და გვთავაზობს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, OK! „დანიური სახლის“ PR-მენეჯერ ნინუცა მერებაშვილს ესაუბრა.
„დანიური სახლი“ უკვე მრავალი წელია ბაზარზე წარმატებულად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?
„დანიური სახლი“ მართლაც რომ წარმატებულად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ამ მიმართულების კომპანიებს შორის და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მომხმარებლებში, რასაც 21 წლის იუბილეც მოწმობს. ამ პოზიციების შენარჩუნება ეს წლები ძალიან რთული იყო, რადგან ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვცდილობდით ხარისხიანი და თანაც ხელმისაწვდომი პროდუქცია მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის. განვითარებამ მოიტანა ისიც, რომ ამ პერიოდში გავხსენით ფილიალები საქართველოს მასშტაბით, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის ჩვენს ბრენდს. ალბათ მომხმარებელთან მრავალწლიანი ურთიერთობა, მათი სურვილების გათვალისწინება, ხარისხი და ხელმისაწვდომობა გვინარჩუნებს ამ სტატუსს დღევანდელ დღემდე.
გვესაუბრეთ „დანიურ სახლში“ წარმოდგენილ პროდუქციაზე.
„დანიური სახლი“ თანამშრომლობს არაერთ მოწინავე ევროპელ მწარმოებელთან და დღესდღეობით ჩვენთან წარმოდგენილია 15 ათასამდე დასახელების პროდუქტი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან საოჯახო ნივთებისა და სხვადასხვა აქსესუარის იმპორტი და რეალიზაცია.
რა მიგაჩნიათ „დანიური სახლის“ მთავარ პრიორიტეტად?
„დანიური სახლის“ მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ქართველი მოხმარებლისთვის მისაღებ ფასად.
გვესაუბრეთ მომსახურებებზე.
„დანიური სახლის“ გუნდი უკვე 21 წელია ცდილობს, მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული გარემო, სადაც დახვდებათ მისაღები ფასები და ფართო ასორტიმენტი. ამასთან, ყოველწლიურად ვცდილობთ ჩვენი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა მომსახურების სფეროც იყოს უფრო დახვეწილი და მომხმარებელზე მორგებული.
მომხმარებელს ახლა უკვე შინიდან გაუსვლელად შეუძლია შეიძინოს სასურველი პროდუქცია. გვიამბეთ ამის შესახებ უფრო დეტალურად.
„21 წელი ბაზარზე და ახლა უკვე ონლაინ“ – ეს სლოგანი აქვს ახალ ინტერნეტგვერდს www.danishhouse.ge, რომელიც მომხმარებელთა თხოვნით და არსებული ეპიდვითარების გამო შეიქმნა, რათა მომხმარებელმა შინიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი ნივთის შეძენა, ისარგებლოს ფასდაკლებებით და მიიღოს სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქარი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩავატარეთ საიტის პრეზენტაცია და უკვე ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საკურიერო მომსახურებით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მომხმარებელს მიიღოს შეკვეთა შინიდან გაუსვლელად. რა თქმა უნდა, საიტი დროდადრო დაიხვეწება და იქნება კიდევ უფრო მორგებული „დანიური სახლის“ მომხმარებელზე.
კიდევ რა სიახლეებს უნდა ელოდნენ „დანიური სახლის“ მომხმარებლები?
ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს სიახლეებზე. ახლა ვამზადებთ „დანიური სახლის“ ბარათს, რომლის პრეზენტაციაც სულ მალე იგეგმება. ეს იქნება ფასდაკლების ბარათი, რომელიც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქციას.
სამომავლო გეგმები.
ამ ეტაპზე ჩვენი სამომავლო გეგმები ასორტიმენტის გაზრდას და კიდევ უფრო ფართო არჩევანის შეთავაზებას მოიცავს მომხმარებლისთვის. რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებში ამ ეტაპზე ახალი წელიც მოიაზრება, რადგან ამ დღესასწაულზე „დანიურ სახლში“ მართლაც საოცრებები ხდება. ამიტომ ვგეგმავთ საახალწლოდ რაც შეიძლება ჯადოსნური გარემო, დიდი ფასდაკლებები და სიურპრიზები შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.