ჩემთვის ეს პალმარიუმია.
ვენის იმპერიულ არქიტექტურაში, სადაც წამყვანი კლასიციზმია, პერიოდულად ბაროკოული შენობებით და როკოკოს ფასადებით, მოულოდნელად ჩნდება ოაზისი − უამრავი მცენარე და პალმა შუშისა და მეტალის კონსტრუქციებში ისე ლაღად დაბადებული, რომ გეგონება, ეს ვენის ისტორიული ცენტრი კი არა, ტროპიკული განედია...
ჩემი პალმარიუმი დიდ კონტრასტში იყო იმასთან, რაც გარეთ ხდებოდა, მაგრამ ეს კონტრასტი სწორად იყო შემოტანლი, რადგან მინისა და მეტალის კონსტრუქციები სინამდვილეში კლასიციზმის არქიტექტურის ფორმებს იმეორებდა. ეს ვენის ერთ-ერთი საუკეთესო City Cafe-ა, ჩემთვის − პალმარიუმი.