ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ოჯახის ანგარიშზე დღეს საკმაოდ შთამბეჭდავი უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო, რაზეც ყოფილი ფეხბურთელის უახლესი პოსტიც მეტყველებს.
დევიდმა გამომწერებს გაუზიარა ფოტო, რომელზეც ასახულია მისი ბებიისა და ბაბუის საცხოვრებელი, სადაც თავადაც ცხოვრობდა,სანამ ვიქტორიას გაიცნობდა. "იმდენი სასიამოვნო მოგონება და ბეკონის სენდვიჩი მაკავშირებს ამ ადგილთან, მენატრებით," - დაწერა მან.