„თერმოინდუსტრია“ საქართველოს ბაზარზე 8-წლიანი წარმატების ისტორიას ითვლის. როგორც აღნიშნული კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ფაილოძე OK! ბათუმისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მიზეზი, რის გამოც კომპანია არ თმობს ლიდერობას, მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება და ამავდროულად, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა.
მოგვიყევით კომპანია „თერმოინდუსტრიაზე“ − რა გზა გამოიარა მან 2012 წლიდან დღემდე?
„თერმოინდუსტრია“ უკვე რვა წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. კომპანიამ საქმიანობის პირველი ნაბიჯები სწორედ ბათუმში გადადგა და მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიალს ფლობს. შეიძლება ითქვას, რომ გათბობა-გაგრილება-წყალმომარაგების სფეროში ერთ-ერთი მდგრადი განვითარების მქონე ლიდერი კომპანიაა.
ალბათ რთულია ამ პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნო ის მთავარი ნიშა, რომელიც უკვე აქვს კომპანიას, ანუ მოახერხო და მაღალი ხარისხის პროდუქტი შესთავაზო მომხმარებელს. როგორ ახერხებთ ამას?
გეთანხმებით, მართლაც დიდი ძალისხმევაა იმისათვის საჭირო, რომ მომხმარებლის ნდობა მოიპოვო, მაგრამ ის, რომ ჩვენთვის როგორც პროდუქციის, ისე შესრულების ხარისხი პრიორიტეტია, ამაზე კომპანიის წარმატება მეტყველებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა იტალია, გერმანია, სლოვენია, ბელგია და თურქეთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საპროექტო გუნდი მაღალპროფესიონალი ინჟინრებითაა დაკომპლექტებული, რომელთა პორტფოლიოშიც რიგი მასშტაბური პროექტები იყრის თავს.
საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სთავაზობთ საზოგადოებას. კონკრეტულად, რაზე გაქვთ ყველაზე დიდი მოთხოვნა, რომელი სერვისებია პრიორიტეტული როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის?
ჩვენი ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გათბობა-წყალმომარაგების სისტემებია. „თერმოინდუსტრია“ ექსკლუზიური წარმომადგენელია ისეთი იტალიური მწარმოებლისა, როგორიცაა „იტალთერმი“, რომელიც გათბობის კედლის ქვაბების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია ევროპაში. პროდუქცია საწარმოშივე, ევროსტანდარტის მიხედვით გადის უსაფრთხოების ლაბორატორიულ შემოწმებას, არის ენერგოდამზოგი და მარტივი ექსპლუატაციაში. მომხმარებლისთვის ასევე მნიშვნელოვანია დიზაინერული, სხვადასხვა ფორმისა და დაფერვის რადიატორები, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს განსხვავებულ სტილს შესძენს. რაც შეეხება მომსახურებას, ჩვენი კვალიფიციური ტექნიკური გუნდი ყოველთვის უზრუნველყოფს სწორ დაგეგმარებას, ბიუჯეტირებას და შემდგომ გარანტირებულ მხარდაჭერას. ეს უკანასკნელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი მომხმარებლისთვის.
აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ პროექტებზე, რომელიც კონკრეტულად ბათუმში განახორციელეთ. რომელ მათგანს გამოყოფდით და რატომ?
ბათუმში ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და ბევრიც მიმდინარეა. მაგალითად, საცხოვრებელი კომპლექსი „ელიტ ბილდინგი“, სასტუმრო „პრემიერ ბესტ ვესტერნი“, საცხოვრებელი კომპლექსი „ჰორიზონტი“, სასტუმრო „ნეპტუნ პალასი“ კვარიათში და ასე შემდეგ. თითოეულ მათგანზე დიდი შრომაა გაწეული. განხორციელდა საქვაბეებისა და ინდივიდუალური გათბობის სისტემების მოწყობა, წყალსაქაჩი და სახანძრო სატუმბი სადგურების პროექტირება, მონტაჟი.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბაზარზე შეინარჩუნო ლიდერობა და მომხმარებლებში არ დაკარგო ინტერესი?
ყოველ პროექტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება − იქნება ეს მცირე თუ მასშტაბური ობიექტი. სწორი დაგეგმარება, სერტიფიცირებული, ენერგოეფექტური პროდუქცია და კვალიფიციური მონტაჟის ფაქტებია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას და ლოიალურობას.
ინოვაციური სიახლე, რომელშიც პირველები იყავით საქართველოში...
ახალ მრავალსართულიან ნაგებობებში ერთ-ერთი პრობლემათაგანი სწორედ გათბობის კედლის ქვაბების განთავსებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენმა საპროექტო გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური მიგნება, რომლის განხორციელებაც უკვე წარმატებით დაიწყო საქართველოში. გათბობის სისტემების კედლის ქვაბები აღარ იქნება აივნებზე თვალხილული, რაც ნაკლებად დააუშნოვებს შენობის არქიტექტურას. ცენტრალური საქვაბედან ენერგია მიეწოდება თბურ კვანძებს, რომელიც თითოეულ მოსახლეზე ინდივიდუალურად განთავსდება.
რა არის კომპანიის მთავარი მისია? როგორ გესახებათ აღნიშნული ბიზნესი წლების შემდეგ?
„თერმოინდუსტრიის“ მთავარი მისიაა, საქართველოში შევქმნათ ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო სისტემების ასორტიმენტი. სპეციალური სწავლებების მიხედვით მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები. უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ სულ უფრო მეტი ადამიანისათვის.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე