მსახიობი შარლიზ თერონის პოპულარობიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ის ძვირადღირებული და გლამურული სახლის მფლობელია, თუმცა ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის კალიფორნიაში მდებარე საკუთარ სახლს 1.8 მილიონ დოლარად ყიდის. შარლიზმა სახლი 2005 წელს 737,000 დოლარად შეიძინა. სახლში ოთხი საძინებელი, სამი სველი წერტილი, ნათელი მისაღები ოთახი, სამზარეულო, ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი კუთხე და უზარმაზარი აუზია.