38 წლის მომღერალი, ბრიტნი სპირსი ადრეული ასაკიდან ძალიან დიდი პოპულარობით გამოირჩევა, ამიტომ მისი მდიდრული და ძირადღირებული საცხოვრებელი გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუმცა ამერიკული ტბლოიდები იუწყებიან, რომ პოპ ვარსკვლავი 9 მილიონი დოლარის ღირებულების საცხოვრებელს 6,8 მილიონ დოლარად ყიდის.
ბრიტნის საცხოვრებელია კალიფორნიაშ მდებარეობს და მისი არაჩვეულებრივი ინტერიერი აუცილებლად შთაბეჭდილების ქვეშ დაგტოვებთ. საცხოვრებლის ფართობი 7,500 კვადრატულ მეტრს წარმოადგენს, თუმცა სახლს აქვს ასევე უზარმაზარი ეზო და სტუმრებისთის განკუთვნილი კოტეჯიც.
სახლშ ექვსი საძინებელი და 7 საპირფარეშოა, ასევე სახლის კინოთეატრი, ოფისი, უზარმაზარი სამზარეულო და მისაღები ოთახიც. ეზოში კი უზარმაზარი აუზი, ბუხარი, ჯაკუზი და გასართობი კუთხეც.