ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა საკუთარ უძრავ ქონებას კიდევ ერთი მდიდრული სახლი შემატეს და ამჯერად არჩევანი კალიფორნიაში მდებარე საცხოვრებელზე შეაჩერეს, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიონი დოლარია. 2200 კვადრატული მეტრი სამ საძინებელ ოთახსა და ორ სააბაზანოს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ წყვილის ქონებაში გაცილებით უფრო შთამბეჭდავი სახლები ირიცხება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯენიფერს ეს გარემო განსაკუთრებულად მოსწონს, "როცა ამ სახლში შემოვაბიჯე, ვთქვი, ეს ის ადგილია, სადაც მინდა, რომ ჩემი შვილები გაიზარდონ," - აღნიშნა მან Vanity Fair-თან საუბარში.