სოციალურ ქსელებში ტიკ-ტოკის შემდეგ კიდევ ერთი გასართობი გამოჩნდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარ "ორეულს" რბილ სავარძლებში მიაგნოს. საქმე იმაშია, რომ ტვიტერის ერთ-ერთი მოხმარებლის აღმოჩენით, ავეჯის უამრავ მაღაზიაში სავარძლებს ხშირად ქალებისა და მამაკაცების სახელი ჰქვია.
სწორედ ამიტომ გუგლის საძიებო სისტემაში საკუთარი სახელის გვერდით ე.წ. დივანის (Sofa) მითითებით თქვენ იმ ვარიანტებს მოიძიებთ, რომლებიც თქვენს ალტერ ეგოს ყველაზე მეტად შეესაბამება.
წამოწყება ფაქტობრივად ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და სახალისო პოსტებმა საზოგადოება გაახალისა.