ჩვენი რესპონდენტების მეგობრობა სამხატვრო აკადემიაში დაიწყო და დღეს იშვიათად თუ მოისმენთ მათ სახელებს ცალ-ცალკე, რადგან მას შემდეგ ერთად აგრძელებენ ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობას, რომელიც უკვე მრავალ წელს ითვლის. მათ უკავშირდება ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის კომპანია ROOMS ის სახელი, რომლის დამაარსებლებიც სწორედ ისინი არიან. როგორც ნატა ჯანბერიძემ და ქეთი თოლორაიამ OK!-ისთან საუბრისას აღნიშნეს, პირველი პრაქტიკული გამოცდილებისთანავე მიხვდნენ, რომ ეს იყო საქმე, რომელიც არ ღლიდათ, აძლევდათ თვითგამოხატვის საშუალებას, აახლოებდათ ხელოვნების სხვა სფეროებთან და ავითარებდა მთლიანობის განცდას.
რა იყო ძირითადი ფაქტორი, რამაც დიზაინის მიმართულებით ინტერესი გაგიჩინათ?
ბავშვობიდან გვქონდა ხელოვნების მიმართ ინტერესი, დიზაინი ავირჩიეთ. ეს არჩევანი დროთა განმავლობაში გამყარდა, როდესაც პირველი პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ და მივხვდით, რომ ეს საქმიანობა სიამოვნებას გვანიჭებს, არ გვღლის, გვაძლევს თვითგამოხატვის საშუალებას, გვაახლოებს ხელოვნების სხვა სფეროებთან და ავითარებს მთლიანობის განცდას, რადგან გვიწევს ფუნქციურის, ანუ რაციონალურისა და შემოქმედებითი იდეების დაბალანსება.
გაქვთ თუ არა გამორჩეული სტილი, ფერი, ფაქტურა, რომელსაც ხშირად იყენებთ?
ბოლო პერიოდში ბუნებრივ მასალებს ვიყენებთ და კონკრეტული მოცემულობის მიხედვით განვსაზღვრავთ ფერსა და ფაქტურას.
რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ტენდენციებს?
ვფიქრობთ, ჩვენი ჩამოყალიბებული ხასიათი და შეხედულებები გვაქვს და ამას ვავითარებთ. ტენდენციების საქმის კურსში რა თქმა უნდა ვართ, თუმცა ჩვენი მიდგომისთვის ნაკლებად საინტერესოა.
რამდენად ამარტივებს სამუშაო პროცესს ერთობლივად მუშაობა?
ერთმანეთის იდეების მიმართ საკმაოდ გახსნილები ვართ და გვაქვს მიმღებლობა. ვფიქრობთ, გარდა იმისა, რომ ეს გვიმარტივებს მუშაობას, ასევე გვეხმარება საბოლოო შედეგის მიღებაში.
რა ტიპის სივრცეებზე მოგწონთ მუშაობა?
გვაინტერესებს სივრცეები, რომელთაც ისტორიული არქიტექტურა ან ჩვენთვის საინტერესო შინაარსობრივი მოცემულობა აქვს.
არის თუ არა დეტალი, რომელსაც ყველა თქვენს ნამუშევარში იყენებთ და რაც გამოარჩევს მას?
არ მგონია, მაგრამ ეს დეტალი შეიძლება იყოს ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს ერთმანეთისგან.
რა შეიძლება იყოს ინსპირაცია?
ყველაფერი, რაც ჩვენში და გარშემოა...
ჟურნალი, რომელსაც უნდა კითხულობდე, თუ ინტერიერი გაინტერესებს...
Apartamento Magazine.
ფილმები, რომლებიც უნდა ვნახოთ ინტერიერის დიზაინის გამო...
Eric Rohmer-ის ფილმები La Collectionneuse და Le beau mariage, სადაც გამოყენებულია ბუნებრივი, მსუბუქი ინტერიერები.
ასევე, Luca Guadagnino-ს ფილმები: I am Love − გადაღებულია მილანის Villa Necchi-ში და Call me by your name, A bigger splash, სადაც საზაფხულო სახლის ინტერიერებია გამოყენებული.
Yasujiro Ozu-ს ფილმები, სადაც შეხვდებით იაპონურ ტრანსცენდენტურ ინტერიერებს, ასეთებია: Equinox flower და Late autumn.
Alfred Hitchcock − North by Northwest − არქიტექტორ Frank Lloyd Wright-ის ცნობილი მოდერნისტული სახლის, The Vandamm House მიხედვით.
Andrei Tarkovsky-ის ნოსტალგიური ინტერიერი ფილმში The Sacrifice.
Wim Wenders − ბერლინის ბიბლიოთეკა − Wings of desire.
Werner Fassbinder-ის ფილმები, ბრუტალურ-ეკლექტური, ბოჰემური ინტერიერები მკვეთრი განათებით და აქცენტირებული დიზაინის დეტალებით − In a year of 13 moons, Chinese Roullete.
Jasques Tati − Mon Oncle − გაშარჟებული 1950-იანი წლების დიზაინი.
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენები და გალერეები...
Milan Design Week - Nilufar Depot, Dimore Gallery, Luisa delle Piane Gallery.
New York - Carpenter Workshop, The Future Perfect, Tefaf.
Design Maimi
London - Pad London, Gallery Fumi.