როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, არქიტექტურის მიმართ ინტერესი სისხლში აქვს გამჯდარი, რადგან თავისი სურვილისა და ინტერესის გარდა, საკუთარ გადაწყვეტილებაში გავლენა მისმა ოჯახმაც მოახდინა, რომლის წევრებიც ასევე არქიტექტორები არიან უკვე მრავალი წელია. მისი თქმით, ნამუშევრებს, რომლებზეც ის მუშაობს, სივრცის სწორი დაგეგმარება ხდის გამორჩეულს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გირჩევთ თავად წაიკითხოთ ინტერვიუ ქეთუნა ყრუაშვილთან.
რა იყო ძირითადი ფაქტორი, რამაც დიზაინის მიმართულებით ინტერესი გაგიჩინათ?
არქიტექტორების ოჯახში დავიბადე. დედა, მამა, ბებია, ბაბუა და დიდი ბაბუა − ყველა არქიტექტორები არიან/იყვნენ და ალბათ სისხლში მაქვს.
რა არის პრიორიტეტული პროექტზე მუშაობისას?
სივრცე და შუქი.
რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ტენდენციებს?
უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შინაგან შეგრძნებებს და ემოციებს, რომელსაც შექმნილი დიზაინი იწვევს.
რა შეიძლება იყოს თქვენი ინსპირაცია?
მთავარი ინსპირაცია არის ადგილი, სადაც ვაშენებთ/ვეხებით: გარემო, ხედები, მზე საიდან ამოდის, ნიავი საიდან უბერავს... და ის ადამიანები, ვისთვისაც ვქმნით.
რა ტიპის სივრცეებზე მოგწონთ მუშაობა?
ნებისმიერი ტიპის, თუ საინტერესო პროექტია. ამოცანების გადაჭრა გვიყვარს. ხშირად რთული რელიეფი ან პროგრამა უფრო გვიზიდავს, რადგან მისი სწორად გადაწყვეტა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.
არის თუ არა რაიმე დეტალი, რომელსაც ყველა თქვენს ნამუშევარში იყენებთ და გამორჩეულს ხდის მას?
სივრცის სწორი დაგეგმარება, თითქოს უხილავი ელემენტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია.
ფილმები, რომლებიც უნდა ნახო ინტერიერის დიზაინის გამო...
Le Mepris (1963) − Jean-Luc Godard-ის ფილმი. გადაღებულია იტალიის კუნძულ კაპრიზე, არქიტექტორ Adalberto Libera-ს მიერ, 1937 წლის შედევრ Casa Malaparte-ში.
I am love (2009) − გადაღებულია Villa Necchi Campiglio-ში, გასული საუკუნის 30-იანი წლების ვილა მილანის შუაგულში. დღეს მუზეუმია.
2001: A Space Odyssey (1968) − ფუტურისტული მინიმალიზმი. რეჟისორმა Stanley Kubrick-მა ცნობილი დიზაინერები და ბრენდები მოიწვია ფილმისთვის დიზაინ-პროდუქტების შესაქმნელად.
A Single Man (2009) − Tom Ford-ის ფილმი, გადაღებულია არქიტექტორ John Lautner-ის მიერ 1949 წლის სახლში, mid-century modern californian house.
The Royal Tenenbaums (2001) და The Grand Budapest Hotel (2014). ან Wes Anderson-ის ნებისმიერი ფილმი...
Blade Runner, Ex-Macchina, Her, ძველი ჯეიმს ბონდები, The Fountainhead (არქიტექტორებმა აუცილებლად უნდა ნახონ). და ბოლოს − Parasite.
5 ჟურნალი, რომელსაც უნდა კითხულობდე, თუ ინტერიერი გაინტერესებს...
El Croquis, Domus, Wallpaper magazine, The World of Interiors, Apartamento.
5 გამოფენა, სადაც უნდა წახვიდე ინტერიერის სიახლეების სანახავად...
სიახლეებისთვის ალბათ მსოფლიოში ყველაზე დიდ დიზაინ-გამოფენაზე უნდა წახვიდეთ, რომელიც ყოველი წლის აპრილში იმართება მილანში. ასევე შემდეგი დიზაინ-მუზეუმები და გალერეებია სანახავი:
VitraHaus და Vitra Design Museum (გერმანია), Nilufar Depot (მილანი), Axel Vervoordt Gallery (ანტვერპენი), Carpenters Workshop Gallery (პარიზი, ლონდონი, ნიუ იორკი), The Future Perfect (ნიუ იორკი), სადაც ასევე ჩვენი Rooms studio-ს პროდუქტებიც არის გამოფენილი.
არის კიდევ სახლ-მუზეუმები, რომლის ნახვაც ყოველთვის შეგიძლიათ. მაგალითად:
Donald Judd Foundation in New York, Stahl House by Pierre Koenig in Los Angeles, Schindler House in Los Angeles, Ray and Charles Eames House and Studio in Los Angeles.
5 სახელი, რომელიც უნდა იცოდე, თუ დიზაინზე საუბარი გსურს...
Le Corbusier, Pierre Jeanneret, Charlotte Perriand. არქიტექტორ Le Corbusier-სთვის ეს ორი ადამიანი ქმნიდა დიზაინ-პროდუქტებს.
Marcel Breuer, Eero Saarinen, Gerrit Rietveld, Ray and Charles Eames, Hans J. Wegner, Arne Jacobsen , Mies Van Der Rohe.