სრულყოფილი სახლი კომფორტული ავეჯის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მისი შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხარისხი და გამძლეობა. ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ „ბექაური არტი“ უკვე არაერთი მომხმარებლის გულის მოგება და ნდობის მოპოვება შეძლო საკუთარი მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, რაზეც უფრო ვრცლად OK!-ის კომპანიის დირექტორი, თამთა ბაქანიძე უამბობს.
გვიამბეთ „ბექაური არტის“ შესახებ. რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ბექაური არტი“ არის ავეჯის მწარმოებელი კომპანია. ვამზადებთ ყველაფერს, რბილი ავეჯის გარდა. ჩვენი მთავარი მიმართულება სამზარეულოების დამზადებაა, რადგან მომხმარებლების უმეტესობა შეკვეთას სწორედ სახლის ამ ნაწილიდან იწყებს და შემდეგ აგრძელებს სხვა საჭირო ავეჯის დამზადებას. ჩვენი მიზანიც ის იყო, რომ ჩვენს კომპანიას დაემზადებინა სრული ავეჯი სახლისთვის და ასეც გამოვიდა − გაამართლა ჩვენმა მიზანმა. როდესაც დამკვეთები ხედავენ ჩვენი შექმნილი ავეჯის ხარისხს, უჩნდებათ უფრო მეტი ნდობა და რასაკვირველია, ვაგრძელებთ თანამშრომლობას.
როგორც ვიცი, თქვენ და თქვენი მეუღლე ერთობლივად მუშაობთ. როგორია ოჯახის წევრების საქმისადმი მიდგომა?
ამ საქმიანობაში ჩემი მეუღლის − მირიანის გაცნობის პირველსავე წამიდან ვარ ჩართული, თუმცა თავდაპირველად მე სხვაგან ვმუშაობდი და მხოლოდ სამსახურის დასრულების შემდეგ ვახერხებდი კომპანიაში მოსვლას და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ჩემი ჩართულობა უფრო მეტად იყო საჭირო და გადავწყვიტე საკუთარი რესურსები ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის გამომეყენებინა.
რაც შეეხება ერთობლივად მუშაობას, ძალიან სასიამოვნო პროცესია, რადგან ორივეს ერთი ინტერესი გვაქვს. დიზაინერი თავად მირიანია და ძალიან საინტერესოა მისი აზრი ჩემთვის. ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს ფიქრებს და ვცდილობთ საბოლოო გადაწყვეტილება ორივეს სურვილიდან გამომდინარეობდეს.
როგორ ხდება ავეჯის დიზაინზე მუშაობა? წინასწარ იცით, რა უნდა დაამზადოთ, თუ პროცესში იბადება იდეა?
შოურუმში მოსულ მომხმარებელს ვუსმენთ და სახლის ფართიდან გამომდინარე, ვთავაზობთ ავეჯის ამა თუ იმ დიზაინს. ზოგჯერ აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, თუმცა ძირითად შემთხვევაში ენდობიან და ითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს. შედეგიც არასოდეს აყოვნებს, მუდამ ხარისხიანად და მიმზიდველად გამოიყურება ჩვენი შექმნილი ავეჯი. ყოველთვის, როდესაც ჩვენი მომხმარებელი იგებს, რომ პირადად მირიან ბექაური უნდა შეხვდეს, ძალიან მოსწონთ ეს ფაქტი, რადგან ნდობა მის მიმართ უფრო დიდია.
თქვენი ნამუშევრებიდან რომელიმეს ხომ ვერ გამოარჩევდით?
გამოვარჩევდი ჩვენს შოურუმში წარმოდგენილ სამზარეულოს, რომლის დიზაინიც ჩემმა მეუღლემ ღამის 1 საათზე შექმნა. მაშინვე მივხვდი, რომ იქმნებოდა ახალი შედევრი, რომლის სრულყოფაშიც თავზე დაგვათენდა. კიდევ არაერთი განსაკუთრებული ნამუშევარი გვაქვს და ძალიან რთულია რომელიღაც გამოარჩიო − ყველა მათგანი ინდივიდუალურად იქმნება და არ ჰგავს ერთმანეთს.
ძირითადად, რა მასალას იყენებთ?
ვიყენებთ ლამინირებულ „დეესპეს“, ქარხნულად შეღებილ „ემდეეფს“, ლითონს და მასიურ ხეს. არ ვიყენებთ დაბალი ხარისხის მასალას, რადგან ეს უპირველესად ჩვენს სახელზე აისახება. ჩვენი მიზანია შევქმნათ იმდენად ხარისხიანი ავეჯი, რომ არასოდეს მოვიდეს ჩვენთან უკმაყოფილო მომხმარებელი. „ბექაური არტის“ მიმართ ნდობა უპირველეს ყოვლისა დაფუძნებულია ხარისხზე.
სამომავლო გეგმები...
ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება კმაყოფილი მომხმარებელი. ძალიან გვახარებს, როდესაც თავს იწონებენ ჩვენი დამზადებული ავეჯით.
სამომავლოდ გვინდა ავაშენოთ საკუთარი საწარმო, რომლის საძირკველიც უკვე გათხრილია და უახლოეს მომავალში დავიწყებთ მშენებლობას. ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს გავფართოვდეთ და დავასაქმოთ მეტი ნიჭიერი და მშრომელი ადამიანი.
ჩვენი კომპანია მოუთმენლად ელოდება მუშაობის განახლებას და კიდევ უამრავი ადამიანის გახარებას. გისურვებთ ჯანმრთელობას.
ტელ: 555 03 00 07; 0322 440 460
დ.დიღომი, მირიან მეფის 17
FB: Bekauri Art • ბექაური არტი / ავეჯის სახლი