სამშენებლო კომპანია GRAND GROUP დეველოპერულ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა და საზოგადოებას უმაღლესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე სტილით აშენებულ ბინებს სთავაზობს. კომპანიას ჰყავს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და მშენებლობებში იყენებენ მხოლოდ ევროპულ სტანდარტს. OK! GRAND GROUP-ის დამფუძნებელს, კოკი ჩაჩანიძეს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიამბობს კომპანიის სტრატეგიის შესახებ.
რა იყო Grand Group-ის დაარსების მთავარი მიზანი?
ჩემი მიზანი იყო მომხმარებლისთვის შემეთავაზებინა ხარისხიანი პროდუქტი უმოკლეს დროში, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც შეძენილი აქვთ მშენებარე ბინა და უწევთ უსასრულოდ ლოდინი პროექტის დასრულებამდე, ეს კი ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის თითოეულ მათგანს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამემარტივებინა ეს პროცესი და მომხმარებლამდე მარტივი წესებით მიმეტანა დასრულებული პროექტი.
გვიამბეთ, რას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია მომხმარებლებს უპირველესად ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, მისაღებ ფასებს, საცხოვრებლად კარგ ლოკაციას და თანამედროვე სტანდარტით გათვლილ შენობას სთავაზობს. ჩამოთვლილთაგან თითოეული პუნქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ვერცერთი მათგანის გარეშე ვერ შევქმნით სრულყოფილ და კომფორტულ გარემოს მცხოვრებელთათვის. ჩვენი პარტნიორები არიან „ჰაიდელბერგი“ და mbg, რომელთა გარეშე ასევე წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ხარისხის მიღება, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ.
გვესაუბრეთ მიმდინარე პროექტის შესახებ. სად მდებარეობს ტერიტორიულად?
კორპუსი შენდება ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე. გადავწყვიტე გარეუბნით დამეწყო, რადგან ზოგჯერ რაიონებიდან ჩამოდიან ადამიანები და არ აქვთ საშუალება, ვაკეში ან საბურთალოზე შეიძინონ კვადრატული მეტრი ფართი 800-1000 დოლარად. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ აუცილებელია გარეუბნებშიც იყოს ისეთი ევროპული სტილის კორპუსები, როგორსაც ჩვენ ვაშენებთ.
როგორია შენობის პროექტი?
ძირითადად, ვაშენებთ ევროპული სტილის, მაქსიმუმ 10-სართულიან შენობებს. ამჟამინდელი კორპუსი 8 სართულისგან და 30 ბინისგან შედგება, რომლის ბოლო სართულზე სტომატოლოგიური კლინიკა იქნება განთავსებული, პირველ სართულზე კი სუპერმარკეტი. ასევე, საპარკინგე ადგილი, რეკრეაციული ზონა და საბავშვო მოედანი. ეს იქნება მყუდრო და სასიამოვნო უბანი ენერგოეფექტური ბინებით.
კორპუსის მშენებლობა მაქსიმუმ იანვრის ბოლომდე გაგრძელდება და ამ დროიდან მოსახლეობა შეძლებს სარემონტო სამუშაოების დაწყებას. ფასები $450-დან იწყება და იზრდება ხედისა და სართულის მიხედვით.
დაწყებულია თუ არა უკვე გაყიდვები და სთავაზობთ თუ არა მომხმარებელს განვადებას?
გაყიდვები დაწყებულია და მიმდინარე მშენებარე კორპუსში ძალიან ცოტა ბინაა დარჩენილი, რომლებზეც მოქმედებს 12-თვიანი შიდა განვადება.
აპირებთ თუ არა პარალელურად სხვა პროექტის წამოწყებას?
ვაზისუბანში გვაქვს წამოწყებული პროექტი, მაგრამ მიმდინარე პროცესების გამო, დროებით შევწყვიტეთ მუშაობა. ასევე დიდ დიღომში, მარნეულში და ბაკურიანში გვინდა სასტუმროს ტიპის კორპუსების აშენება, რომელსაც ახლო მომავალში განვახორციელებთ.
მის: ვარკეთილი-3, მიკრორაიონი I/სუხიშვილის მოედანი
ტელ: 596 67 41 41/596 08 21 21
FB: Grand Group
E-mail: grand.group2020@mail.ru