სამშენებლო დეველოპერული კომპანია Anko Real Estate დეველოპერულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მის სახელს რამდენიმიე წარმატებული პროექტი უკავშირდება. კომპანია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც უმაღლესი ხარისხის, დახვეწილ და მაღალი სტანდარტებით აშენებულ ბინებს გვთავაზობენ. OK! Magazine Georgia Anko Real Estate-ის გაყიდვების მენეჯერს ნინო მაჭავარიანს ესაუბრა, რომელმაც უფრო დეტალურად გვიამბო კომპანიის მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ.
გვიამბეთ Anko Real Estate-ის შესახებ, რა იყო კომპანიის დაარსების მიზანი?
კომპანიის მიზანი იყო მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, მშვიდი და კომფორტული საცხოვრებელი სახლების შეთავაზება, რაც მთავარია ხელმისაწვდომ ფასად. სიმშვიდის და კომფორტის უკან მოიაზრება არა მასიური მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, არამედ საცხოვრებელი ბლოკები, სადაც ბინების რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს, აქვს სარეკრეაციო ზონა, სადა ვიზუალი და ენერგო ეფექტური მახასიათებლები. კომპანია თავიდანვე ორიენტირებული იყო, რომ მაცხოვრებლებისთვის შეეთავაზებინა სრულიად განსხვავებული, თანამედროვე საცხობრებელი სახლები, სადაც შექმნილი იქნებოდა კომფორტისთვის ყველა აუცილებელი პირობა. ვფიქრობ, გაამართლა ჩვენმა მიზანმა და ჩვენი პროექტები წარმატებით გავახორციელეთ.
რას სთავაზობს კომპანა მომხმარებლებს?
კომპანია მომხმარებლებს პირველ რიგში სთავაზობს ბინებს, რომლებიც დაპროექტებულია მაქსიმალურად ერგონომიულად, დახვეწილი დიზაინით და მშენებლობის მაღალი სტანდარტებით. ჩვენ ვთვლით, რომ სახლის მშენებლობა ნამდვილ პროფესიონალებს უნდა ებაროთ, სწორად ამიტომ გამოცდილი მშენებლების გუნდი ქმნის ჩვენი კომპანიის ხარისხს, სადაც ყველა ასპექტის გავლას დიდი ყურადღება ექცევა. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია საზოგადოებას შესთავაზო ხარისხიანი პროდუქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც კომპანიის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.
გვესაუბრეთ მიმდინარე პროექტის შესახებ.
Anko Real Estate-მა თავისი პირველი პროექტი საბურთალო ჰილსი 2018 წელს დაასრულა, რომელიც არის 2 ხუთსართულიანი ბლოკი საკუთარი შიდა ეზოთი, ხოლო 2019 წელს საბურთალო ჰილსი 2 დავიწყეთ. პროექტი წარმოადგენს ორ სადარბაზოიან შენობას ხუთი საცხოვრებელი სართულით, მიწისქვეშა პარკინგით, გამწვანებული ეზოთი 500 კვ.მ.-ის ოდენობით, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი, ალუმინის კარ-ფანჯრებით, დანთბუნებული ფასადებითა და სატვირთო გაბარიტების მქონე ლიფტით, რაც შშმ პირებს მარტივად გადაადგილებაში ხელს შეუწყობს.
როგორია შენობის პროექტი?
უშუალოდ პროექტი შემუშავებულია ახალი სტანდარტების მიხედვით, 41 დადგენილების შესაბამისად, ხოლო მისი არქიტექტურული გადაწყვეტა სახლს სიმყუდროვეს და თანამედროვეობის ელემენტებს სძენს, როგორიცაა აგურით მოპირკეთება და თანამედროვედ შესრულებული მეტალის კონსტრუქციები.
დაწყებულია თუ არა გაყიდვები და შესაძლებელია თუ არა ბინის განვადებით შეძენა?
სახლში მთლიანად 44 ბინაა და 50%-ზე მეტი უკვე რეალიზებულია. კომპანია რეალიზაციას ახორციელებს როგორც შიდა განვადებით, ასევე პარტნიორი ბანკის მეშვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენ მომხმარებლებს, 30%-იანი თანამონაწილეობით იპოთეკური სესხი დაუმტკიცოს 15 წლამდე ვადით.
სამომავლო გეგმები.
კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს როგორც მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, ასევე თბილისის შემოგარენში კერძო საცხოვრებელი სახლებისგან დაკომპლექტებული დახურული უბნების განვითარებას. მომავალ პროექტებში კომპანია გეგმავს მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც ე.წ. ჭკვიანი სისტემებით აღჭურვავს სახლს.