ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სრული კომფორტი იმისათვის, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დაბრუნდეთ სრულიად სხვა სამყაროში. იქ, სადაც არ შეგაწუხებთ გამონაბოლქვი, ხმაური და გაღვიძებისთანავე ჩაისუნთქავთ სუფთა ჰაერს. დიახ! AMERICAN HOMES სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მყარად დაიმკვიდრა განსხვავებული ნიშა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე. კომპანიაზე ჯერ კიდევ 2019 წელს გიყვებოდით, თუმცა ამჯერად სიახლე ის გვაქვს, რომ დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე მდებარე 3 სახლი უკვე დასრულებულია. ჩვენი ყოველდღიური რეალობიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის აუცილებლობას მწვანე გარემოში განტვირთვა წარმოადგენს და ეს უკვე შესაძლებელია საკუთარი სახლის კარსმიღმა.
AMERICAN HOMES-მა სრულიად განსხვავებული პროექტით, დედაქალაქში ცხოვრების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ტერიტორია ჯამში 3300 კვადრატულ მეტრს მოიცავს და როგორც ულვე აღვნიშნეთ 3 კერძო სახლი უკვე დასრულებულია და მშენებლობის პროცესში ჯერ კიდევ 6 შენობაა. თითოეულ სახლს აქვს თავისი ინდივიდუალური ეზო და საპარკინგე ადგილი. ფაქტობრივად, შეიქმნა დასახლება, რომელიც დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სრულად მოგწყვეტთ დამღლელი ქალაქისგან და შესაძლებლობა გექნებათ მშვიდად დაისვენოთ მყუდრო გარემოში. ეს გახლავთ სივრცე, სადაც არის ფართო ეზოები, გამწვანება და სუფთა ჰაერი; ადგილი, სადაც დაგხვდებათ მეტი კომფორტი მთელი ოჯახისთვის და დაცული გარემო ბავშვებისთვის. ყველა კერძო სახლი ორსართულიანია, ტერასით, აივნითა და ბუხრით. ტერასა სახლის მე-3 სართულზე ღიაა და სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაკეთდეს ზამთრის ბაღი, რაც კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდის სახლის ინტერიერს.
სახლი ხომ ის ადგილია, სადაც მთელი ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყოველი დამღლელი დღის შემდეგ, ოჯახის წევრებთან ერთად დავსხდებით და კომფორტულ, მშვიდ გარემოში ერთმანეთს პირად ამბებს მოვუყვებით. კომპანიის მიზანიც სწორედ ეს არის − შექმნას სივრცე, სადაც ყოველი მისვლა სასიამოვნო და სასურველი იქნება. ქართული ტრადიციები და თანამედროვე ტენდენციები ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. მობინადრეებს სთავაზობს სრულიად განსხვავებულ პროდუქტს. პროექტი ძალიან მიმზიდველა თითოეული დეტალით, ამისათვის კი AMERICAN HOMES-ის გუნდი ყველაფერს აკეთებს.
AMERICAN HOMES ორიენტირებულია მომხმარებლების ინტერესებზე, ამიტომ პროექტი სრულად პასუხობს იმ სეგმენტის მოთხოვნებს, რომლებსაც აქვთ ამ ტიპის სახლების შეძენის სურვილი. სახლები 209 მ2 და 226 მ2 ფართისაა. ეს მხოლოდ საცხოვრებელ ფართს გულისხმობს, რომელსაც ემატება 80 მ2 ტერასა მე-3 სართულზე და 247 მ2 მიწის ნაკვეთი, მოწყობილი საპარკინგე ადგილით და გამწვანებული ეზოთი. სახლის უკანა მხარეს წარმოდგენილია თავისუფალი, 147 მ2 გამწვანებული სივრცე, რომელიც იდეალური ვარიანტია ფანჩატურისთვის, აუზისთვის, საბავშვო მინი-ატრაქციონისა და სხვადასხვა ტიპის დანიშნულებისთვის.
სახლები შენდება უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რომელიც უსაფრთხოა ბავშვებისათვის. გარანტირებულია თბომედეგობა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.
რაც შეეხება შიდა განვადების პირობებს, მორგებულია მომხმარებელთა სურვილზე. შესაბამისად, თანხების გადახდა გადანაწილდება ისე, რომ კომფორტული იყოს ორივე მხარესთვის. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლობს ბანკებთან, რომლებთანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, სახლი იპოთეკური სესხით შეიძინონ.
რაც შეეხება კომპანიის უპირატესობას, ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოებაა. ნებისმიერ მომავალ მობინადრეს გარანტირებული ექნება შენობის უმაღლესი ხარისხის მასალებით აგება და უსაფრთხოება მათი შვილებისათვის.
აღსანიშნავია, რომ სახლიდან 5-10 წუთში შესაძლებელია ესტუმროთ სავაჭრო ცენტრებს, ჰიპერმარკეტებს, პოპულარულ McDonalds-ს და აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სხვადასხვა რესტორანს. და ყველაზე მთავარი − აქ ყველაზე მეტი სიმწვანე და სიმყუდროვეა ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით.