თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რეპერმა სახლის კარი ცნობილ გამოცემას, Architectural Digest-ს გაუღო. დრეიკმა საკუთარი სამფლობელოს ყველა კუთხე-კუნჭულში შეგვახედა.
სახლი ტორონტოში მდებარეობს. სტილი ხასიათდება როგორც - თანამედროვე არტ-დეკო. „მსურდა, ადამიანებს დაენახათ ის შრომა, რაც ამ წლების მანძილზე გავწიე“ - ამბობს ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი. ავეჯის დიდი ნაწილი მარმარილოსგანაა დამზადებული, ერთ-ერთი ჭაღი კი სვაროვსკის 20 ათასი კრისტალითაა მორთული. მისაღებ ოთახში Bösendorfer-ის უნიკალური როალი დგას, აქ არის ორსართულიანი გარდერობი, კალათბურთის მოედანი, საძინებელი სასმელების ბარით და ასევე შავი მარმარილოს სააბაზანო.