27 წლის სელენა გომესი ლოს-ანჯელესში მდიდრული სახლის მფლობელი გახდა. ახალი სახლი მომღერალს 4.9 მილიონი $ დაუჯდა. ინტერიერი ხმელთაშუაზღვის სტილშია შესრულებული, რომელიც გვთავაზობს ნატურალურ მასალებს და თეთრისა და ცისფრის გამას.
სახლში მისაღები ოთახია ბუხრით, 6 მყუდრო საძინებელი და 10 ჰიდრომასაჟური აბაზანა, სადაც სპა-წვეულების მოწყობაა შესაძლებელი. ასევე აქაა იოგას სტუდია, მასაჟის კაბინეტი, სავარჯიშო დარბაზი და ტერასა. უკანა ეზოში კი მიმალური აუზია.
სელენას კიდევ ორი სახლი აქვს: ლოს-ანჯელესში 2.2 მილიონი $ ღირებულების და ვუდლენდ-ჰილსში 1.7 მილიონი $ ღირებულების.