მუსიკოსი ჯონ ლეჯენდი და მისი ცოლი კრისი ტაიგენი ორსართულიანი სახლის მფლობელები გახდნენ, რომლის ღირებულებაც 8 მილიონი $-ია. წყვილის ახალი სახლი მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
სახლი ლოფტის სტილშია გაფორმებული. აქ წარმოდგენილია ორი საძინებელი და 3 სააბაზანო, დიდი მისაღები ოთახი ბუხრით, მაღალი ჭერი, გარდერობი და კაბინეტი. ასევე, არის გასასვლელი სახურავზე, სადაც დასასვენებელი ზონაა მოწყობილი და იშლება ხედი მთელ მანჰეტენზე.
41 წლის ჯონი და 34 წლის კრისს ორი შვილი ჰყავთ: 3 წლის ლუნა და ერთი წლის მაილზი.